თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2014, 22:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 10
"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"
ვრცელი ინტერვიუ ხუან მატასთან
ხუან მატას დედა აქამდე არასოდეს მჯდარა ვერტმფრენში. თავად ხუანი კი იჯდა, ამგრამ ეს სხვანაირად მოხდა. "მე გრანდ კანიონსა და მანჰეტენს ტურისტის რანგში გადავუფრინე, მაგრამ ეს პირველი ჯერი იყო, როცა აუცილებლობის გამო გავაკეთე" - იხსენებს ესპანელი, როცა მეგობრებისგან გამოგზავნილ ხუმრობებს ტელეფონით იღებდა.

2014 წლის იანვარია და "ჯონი კლავს" ჩრდილოეთით, მშობლებთან მიფრინავს, რათა ახალი მისიის შესრულებას შეუდგეს, გულის ჯიბეში კი რბილად აქვს ჩაკეცილი ცხვირსახოცი. ესესაა ის "იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა 37,1 მლნ. ფუნტის ოდენობით. "ეს ყველაფერი ცოტათი არარეალური იყო" - ამბობს ის.

"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა


ქვევით, მას დევიდ მოიესი ელოდებოდა. ასევე გიგზი. მატას ბავშვობის კერპი "ოვიედოს" ნახევარმცველი, რობერტო პომპეი იყო. ეს ესპანეთში, თორემ ინგლისში რაიან გიგზი. როცა "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა, სწორედ მისი მაისურის მიღება სურდა ხუან მატას. ახლა კი გიგზი მისი თანაგუნდელი გახდა, მალე საერთოდ მწვრთნელი გახდება. "როცა მოვედი, მას ვუთხარი:"ჩვენ ჩემი იდეალი ხართ!" - იღიმის მატა - "მან კი ხუმრობით მიპასუხა: ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ხარ... მაგრამ ამვდროულად ცოტათი ნაწყენი ვარ. ახლა ჩემი მარცხენა ფეხი მხოლოდ მეორეა ამ კლუბში"

"პირველი დღეები ახალ კლუბში ყოველთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ როცა კლუბში ისეთი ვინმეა, როგორიც გიგზი, ყველაფერი მარტივდება. ასევე ძალიან დამეხმარა ის, რომ კლუბში დავიდ დე ხეაა. მთელი კვირის განმავლობაში შეტყობინებებს მიგზავნიდა: "რაა, მოდიხარ?" "როდის მოხვალ?"
"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა
"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა



"გრძელი კვირა გამოდგა" - აღიარებს მატა - "ეს ფსიქოლოგიურად რთული იყო. ერთის მხრივ რთული იყო "ჩელსის" დატოვება, რომელსაც ყველაფრის გამო ვემადლიერები, მაგრამ ამავდროულად მე დიდ კლუბს შევუერთდი. თითქმის მთელი დრო ოჯახთან ერთად სახლში გავატარე, სიმშვიდის შენარჩუნებაში, მოლოდინში და დაკვირვებაში თუ როგორ იწელება დრო. ვუყურებდი ფილმებსა და სერიალებს, ვამოწმებდი ტელეფონს. დავდიოდი სპორტდარბაზში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ფორმა არ დამიკარგავს, რადგანაც ცოტას ვვარჯიშობდი (გუნდთან ერთად)"

"ჩელსის" მოთამაშეთა უმეტესობა ჩემი მეგობარია. მათ დამირეკეს. არა იმიტომ, რომ მითანაგრძნონ, არამედ იმიტომ, რომ მხარი დამიჭირონ. ყოფილ თანაგუნდელებს დღემდე ვეხმინები - ისინი დიდებული ადამიანები არიან, საუკუნის მეგობრები. საერთოდ კლუბზე უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე მოთამაშეზე - თანხის რაოდენობა, საბუთების შეკრება"

შეიძლება საოცარიც კი თუ რამდენად მეგობრულად შედგა ეს მოლაპარაკება. ეს აგენტების ოსტატობის საბუთს წარმოადგებს. თავისი როლი მატამაც ითამაშა - "ჩელსის" ქომაგები აღფრთოვანებით შეხვდნენ მის დამოკიდებულებას, მაღალ დონეზე შეაფასეს მისი წერილი, რომელიც მან მოგვიანებით დაწერა: დასკვნა იყო ასეთი: "კლასს!"

"ეს პიარის გამო არ გამიკეთებია" - ამბობს მატა - მინდოდა ზურგიდან ტვირთი მომეხსნა, ყველაფერი სწორად მეკეთებინა, "ჩელსისადმი" ჩემი გრძნობები გამომეხატა. ბოლო ბოლო ყველას ესმოდა რაშიც იყო საქმე. ყველას ესმოდა, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები "ჩელსის", მოთამაშეების, დირექტორის, მფლობელისა თუ გულშემატკივრების..."

იყო თუ არა წასვლა აუცილებელი? ვერტმფრენზე მგზავრობა გადარჩენის მისიას ჰგავდა, მაგრამ ფიქრობდა თუ არა მატა, რომ "იუნაიტედმა" იგი გადაარჩინა? აქაც ჩნდება პაუზა. მატა მშვიდად, ნელა და დაფიქრებულად საუბრობს.

"როგორც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს, მეც მიყვარს თამაში, მიყვარს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ყოფნა, ვტკბები თამაშით. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მე "ჩელსიში", "ვალენსიაში", ახალგაზრდულ "რეალში" და "ოვიედოში" ვითამაშე, იმითაც, რომ "იუნაიტედში" ვთამაშობ"

თავისი როლი ესპანეთის ნაკრებმაც ითამაშა. მატა - ევროპის ჩემპიონია და მეორე მსოფლიო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისთვის. "რა თქმა უნდა ეს ჩემი მიზანია" - აღიარებს მატა - "ხედავ, როგორ მიდის მსოფლიო ჩემპიონატი შენგან, მაგრამ გსურს მასში მონაწილეობის მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ არის ექვსთვიანი გადაწყვეტილება. ეს 4 წლიანი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს შესაფერისი დრო იყო, მაგრამ ეს იყო ხანგრძლივი გადასვლა და არა ექვსთვიანი გადასვლა."

"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა


"როცა სათამაშო პრაქტიკას ვერ ღებულობ, ყოველთვის არ გეძლევა იმის შანსი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადახვიდე, რომელიც შენში უამრავ თანხას იხდის. ის ფაქტი, რომ მე "იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვარ, თავდაჯერებულობას მმატებს და მაფიქრებინებს, რომ ინგლისში კარგად ვთამაშობდი. მადლობელი ვარ, რომ ჩემზე ასეთი დიდი წარმოდგენისა არიან"

თუ კი "იუნაიტედმა" ის ასე ძვირად შეაფასა, რატომ არ გააკეთა იგივე "ჩელსიმ"? მატამ ინგლისში მოიგო ინგლისის თასი, ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ორ წლის განმავლობაში (ზედიზედ) ის "ჩელსის" საუკეთსო ფეხბურთელად აღიარეს. ჩვენ ისევ ჩაფიქრებულ, რბილ და მშვიდ პასუხს ვიღებთ: "არსებობს უამრავი ფეხბურთელი, რომელიც ბეჯითად ვარჯიშობს, მაგრამ არ თამაშობს და არც კი იცის რატომ. მე მოვხვდი სიტუაციაში, რომელშიც საბედნიეროდ ადრე არ ვყოფილვარ. იქნებ არ აფასებ იმას, რომ მუდმივად თამაშობ და სწორედ ამიტომ როცა ამ ყველაფერს გამოივლი ყველაფერს სხვაგვარად ხედავ. ეს კარგია. მე გაკვეთილი მივიღე"

"ვცდილობდი პოზიტიურად განწყობილი დავრჩენილიყავი და ვვარჯიშობდი ისე, როგორც ყოველთვის. გადაწყვეტილება მოთამაშეზე არაა დამოკიდებული. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მე შემეძლო, პროფესიონალად დარჩენა და ნებისმიერ დროს მზადყოფნა იყო."

გიკითხავთ მოურინიოსთვის თუ რატომ არ თამაშობდით? - "არა".

რატომ? - "იმიტომ, რომ ამას არ ვთვლიდი საჭიროდ."

მიზეზებს გიხსნიდათ? - "არა, რადგან ამის შესახებ არასოდეს არ ვლაპარაკობდით. არც ვილაპარაკებდით. როცა გამოვდიოდი, მე ვთამაშობდი, ის კი ინსტრუქციებს მაძლევდა. არსებობენ მწვრთნელები, ვინც მიზეზებს ხსნიან, სხვები კი ამას არ თვლიან საჭიროდ. აი ასე"

"იუნაიტედი - ეს სულ სხვა ისტორიაა. დევიდმა დამირეკა და მითხრა, რომ მას ჩემნაირი მოთამაშე სჭირდებოდა. ფეხბურთელი, რომელიც პარტნიორებს გუნდური თამაშის საშუალებას მისცემდა, რომელიც მათ გასაქანს შესთავაზებდა, მომენტებს შეაქმნევინებდა და გოლებს გაიტანდა. მან მითხრა, რომ მისი აზრით მე თავდამსხმელის უკან ნებისმიერ სამ პოზიციაზე შემეძლო თამაში. მე ვუთხარი "დიახ", რადგან ჩემს კარიერაში თითოეულ პოზიციაზე მითამაშია. მაგრამ ასეთი მოლაპარაკებები, როგორიც ესაა, ყოველთვის დიდ დროს საჭიროებს. შემდეგ კი იყო ვერტმფრენით მოგზაურობა. ეს ყველაფერი ცოტათი არარეალური იყო. შემდეგ კი სულ რაღაც ორდღიანი ვარჯიშის შემდეგ, მე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობდი."

მატა "კარდიფთან" სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მას შემდეგ 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მხოლოდ ვან პერსიმ და რუნიმ გაიტანეს მიმდინარე სეზონში მასზე მეტი გოლი და მხოლოდ უეინ რუნის აქვს უფრო მეტი საგოლე გადაცემა გაკეთებული, ვიდრე მატას. "იუნაიტედში" გატარებული სამი თვის განმავლობაში, ის ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად, მაშინაც კი, როცა ხშირად მარჯვენა ფლანგზე, თავისთვის მოუხერხებელ პოზიციაზე თამაშობდა.
"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა


"არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა" - თვლის ესპანელი - "არ ვფიქრობ, რომ მე მარჯვენა ვინგერი ვარ, მაგრამ ეს საშუალებას მაძლევს ღრმად შევიდე და უფრო ფართო ხედვის საშუალება მიჩნდება. თუმცა კი სიმართლეა, რომ ყველაზე უკეთ მოედნის ცენტრში ვთამაშობ. უფრო ხშირად შედიხარ საჯარიმოში, აძლევ უფრო მეტ საგოლე გადაცემას, უფრო მეტ გოლს იტან, მაგრამ სამივე პოზიციაზე შემიძლია თამაში."

"ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალი მოდის, რაც მატას საშუალებას მისცემს ახალ პოზიციაზე ითამაშოს - ნახევარდაცვის სამეულში, ჩამშლელ ზონასთან ცოტათი ახლოს.

"ამ პოზიციაზე რამდენიმეჯერ მითამაშია ნაკრებში. ეს არ არის ჩემი მშობლიური პოზიცია, მაგრამ ნებიმიერი როლი, რომელიც ბურთთან ხშირ შეხებას გულისხმობს, მერგება. თავს უფრო კომფორტულად, თამაშში უფრო შეჭრილად გრძნობ"

სიამოვნებას მიიღებთ, როცა მატასგან "იუნაიტედის" შესახებ მოისმენთ, როცა იგი საკლუბო მუზეუმის სტუმრობაზე საუბრობს, ან თუნდაც რაიან გიგზის ტატუებზე, მაგრამ ეს კვირეები ყოველთვის არ იყო კომფორტული. მატამ პირველად დაასტულა სეზონი ტიტულის გარეშე. მოიესი გააძევეს, შტურვალი გიგზმა ჩაიბარა. ინგლისში ყოფნის სამი წლის განმავლობაში, მატამ 6 მწვრთნელი გამოცვალა, ესპანეთი ამასთან შედარებით წყნარ ქოხს ჰგავს. "ანუ ფიქრობთ, რომ ეს ჩემი ბრალია?" - იცინის ესპანელი.

"რთულია ამის ახსნა. როცა ვიღაც კლუბს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა, ეს რადიკალურად ცვლის ყველაფერს. რაღაცამ არ იმუშავა" - გამოტყდა მატა - "ადრე, როცა "ჩელსისთან" ერთად ჩამოვდიოდი "ოლდ ტრაფორდზე", აქ ფაქტიურად შეუძლებელი იყო გამარჯვება. 13 თვის წინ "იუნაიტედს" შეეძლო 3-0 ანგარიში, 4-3 ანგარიშად შეეცვალა, "ქამბექი" კი თითქოს შეუძლებელი ჩანდა. შესაძლოა თავისი როლი თავდაჯერებულობის დაკარგვამაც იქონია, ან შესაძლოა კლუბი აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომელშიც დიდი ხანი არ ყოფილა და ამაზე რეაგირება ვერ მოახდინა."

"როცა მთავარი მწვრთნელი მიდის, შენ წუხილისა და ამაზე პასუხისმგებლობის გრძნობა გეუფლება. უკეთესად რომ გვეთამაშა, მას არ გააგდებდნენ. მაგრამ გრძნობა საერთოა და სულაც არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ მწვრთნელს ეკისრებოდეს. მე ყოველთვის ვიქნები მოიესის მადლიერი, რადგან მან "იუნაიტედში" მომიყვანა."


შემდეგ კი ეს პოსტი გიგზმა დაიკავა. "ორშაბათს ის იცვამდა როგორც ფეხბურთელი, სამშაბათს კი როგორც მწვრთნელი." - ხაზს უსვამს ხუანი - კოსტიუმში იყო? - "არა. მაგრამ ის მწვრთნელის სავარჯიშო ფორმას იცვამდა." მოთამაშეებს მისთვის ბობის დაძახება ხომ არ მოუხდათ? - მატა იღიმის. - "გიგზი. მისთვის ბოსის დაძახება ცოტათი უცნაური იქნებოდა"

"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა


"ის მშვიდი და გაწონასწორებულია. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ როცა ლაპარაკობს, ყველა უსმენს. შენ პატივისცემას იმსახურებ, თუ აქ 20 გაგიტარებია, ჩრდილითაც კი "იუნაიტედთან" ხარ დაკავშირებული და იცი რაა საჭირო, რომ გაიმარჯვო. მან თქვა: მე ყველაფერს სულ რაღაც ოთხი კვირით ვიღებ ხელში, ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. ამ გუნდის შესაძლებლობებს ვიცნობ და ვთვლი, რომ ყველას თანაბარი შანსი აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ დიდ კლუბს წარმოვადგენთ, რომელსაც მილიონობით ქომაგი ჰყავს"

იქნებ ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნა "იუნაიტედისთვის" უპირატესობაა? - "რა თქმა უნდა. ნათელია, მერჩივნა ჩემპიონთა ლიგაზე გვეთამაშა, მაგრამ "ლივერპულის" მაგალითს უნდა მივყვეთ. ისინი პრემიერ-ლიგაში ბოლომდე იბრძოდნენ და ევროტურნირებზე არ მონაწილეობდნენ, რაც მათ ძლიერ ეხმარებოდათ. რატომაც არა? იპლ-სთვის ბრძოლაში ეს იდეალური იქნებოდა"

"ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ "იუნაიტედში" მომიყვანა


მატამ ინტერვიუს ადგილი მანჩესტერიდან 20 წუთის სავალში შეარჩია, რადგან იქ უფრო სიმშვიდე იყო. ან როგორც მას აწყობდა. ფანები უქმეებზე თამაშზე მიდიოდნენ და ფოტოებისა და ავტოგრაფების მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რამდენადაც აღტაცებისა თუ სიხარულის შეძახილები. "ხანდახან შენ გრძნობ: "ვაუ, ეს "იუნაიტედია!" - ამბობს ესპანელი - "ოლდ ტრაფორდი დაუჯერებელი, უზარმაზარი და განუმეორებელი გულშემატკივრებით სავსე სტადიონია."


"აქ უდიდესი მოთხოვნილებებია. თუ კი ერთ წელს ვერ მოიგე ლიგა, მეორე წელს უნდა გააკეთო ეს. შედეგზე პასუხისმგებელნი არა მარტო მწვრთნელი, არამედ ჩვენც ვართ. მომდევნო სეზონში უნდა დავამტკიცოთ, რომ კლუბმა თავისი მენტალიტეტი და კონკურენტუნარიანობა არ დაკარგა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი სული არ დაკარგა" - ასრულებს მატა.

ავტორი: სიდ ლოუ
თარგმანი:გიორგი დუმბაძე

redevils.ru
სიახლეები, სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 მაი 2014 01:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედია მოგეწონებათ. რასაც მატა ამბობს, მის სიტყვებში უდიდესი სიყვარული ჩანს. მე კი ჯერ არასდროს, ასეთი სიამოვნებით არც-ერთი სტატია არ მითრგმნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
24 მაი 2014 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სუპერ სტატიაა! მართლა სიამოვნება მივიღე, გადმოსვლის დღიდან შეგვაყვარა მატამ ყველას თავი.
0
№3
ავტორი: red devil
24 მაი 2014 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ ძაან მაგარი სტატიაა. მადლობა მოიეს ამ კაცის მოყვანისთვის.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
24 მაი 2014 08:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
gilmour,
red devil,
გეთანხმებით. მატა ისე საუბრობს იუნაიტედზე, როგორც სტაჟიანი გულშემატკივარი. ამიტომაც გამოუვიდა ავტორს ასეთი კარგი სტატია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Manchester_M
24 მაი 2014 13:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბრავო ავტორ სასიამოვნო წასაკითხი იყო ნამდვილად :)))
მოიესმა რამდენიმე კარგი რამ გააკეთა მართალია თითზე ჩამოსათვლელი მაგრამ მაინც გააკეთა მატა იანუზაი და რუნის შეანრჩუნება :))
0
№6
ავტორი: GeorgeBest
24 მაი 2014 14:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ გიო derpthumb

მატამ ძაან შეგვაყვარა ყველას თავი, ძაან მაგარი ფეხბურთელი და ადამიანია, უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს მომავალ წლებში. მოიესს მადლობა მისთვის, ერთი კეთილი სქმე გააკეთა
0
№7
ავტორი: love united
24 მაი 2014 16:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბოლომდე წავიკითხე.ძაან საინტერესოა,ყოჩაღ!
0
№8
ავტორი: Jubo
24 მაი 2014 22:27
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გიო საღოლ! ერთი ამოსუნთქვით და დიდი სიამოვნებით წავიკითხე
მომწონს ძალიან ფანებთან ასეთი გახსნილი როა, ასეთი ინტერვუებით და თავისი ბლოგით შეგვაყვარა ასე უცბათ თავი. მაგარი ადამიანია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: RojoDiablo
25 მაი 2014 09:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Jubo,
გაიხარე. აბსოლუტურად გეთანხმები. სწორედ ესაა მატას უსაზღვროდ დადებითი თვისება, რომ მანჩესტერ იუნაიტედი უკვე ღრ,ად აქვს გულში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: RedTeen
25 მაი 2014 12:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი იყო derpthumb სუპერ მატა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top