თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2014, 22:35
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1618,
კომენტარები: 6
ევრამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
ევრა "იუნაიტედში" კიდევ ერთი წლით დარჩება
ევრამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ პატრის ევრამ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
მას ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურებოდა. იყო საუბარი ევრას იტალიაში გადაბარგებაზე და მისი შემცვლელების ძიებაზე, მაგრამ ფრანგი როგორც დღეს გაირკვა, "წითლებში" მე-10 სეზონსაც ჩაატარებს.
პატრისი ფერგიუსონმა 2006 წლის იანვარში "მონაკოდან" შეიძინა. მას მერე, მან 5-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 3 ჯერ ინგლისის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. ევრამ კლუბში 379 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ნემანია ვიდიჩის გამო ის ერთი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედსაც" კაპიტნობდა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
23 მაი 2014 22:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დასაჯერებელია ვითომ ეს ხვალ დაიწერება ვიღაცა ყიდულობსო მოვა მომდევნო სეზონი და გავიგებთ ყველაფერს :))) ერთი ვის დაიმატებენ და გაუშვებენ როგორ მაინტერესებს :)))
0
№2
ავტორი: Jubo
23 მაი 2014 22:55
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Manchester_M,
დაუჯერებელს რას ხედავ, ოფიციალურზე დაიდო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: RojoDiablo
23 მაი 2014 23:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგია. სწორედ რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ჯუბო კაი რაღაც გაავრცელე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
23 მაი 2014 23:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან კაია. არ იქნებოდა სწორი ესე ერთბაშად გაგვეშვა ყველა, ევრა საჭიროა კიდევ ამ მომენტში როცა ჯერ კიდევ არ ჰყავს შემცვლელი
0
№5
ავტორი: red devil
24 მაი 2014 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვიდაც არ უნდა გაეშვათ ჯერ
0
№6
ავტორი: Berba 9
24 მაი 2014 11:02
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ევრიტო !!! ჯიგარი ხარ, კაპიტნობაც შენია ! :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top