თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2014, 16:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1840,
კომენტარები: 6
"ზურგიდან სამჯერ ჩამარტყა"
Manchester Evening News - ის მიერ გავრცელებული საქმის დეტალები.
გამოცემა Manchester Evening News აქვეყნებს ცნობას იმის შესახებ, თუ რამოხდა ოთხშაბათს საღამოს ღვინის ბარში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის, დევიდ მოიესსა და ბარის სტუმარს შორის.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევიდ დევიდ მოიესი პოლიციამ დაკითხა. მას ბრალი ედება ადამიანის ცემაში.

მოიესის მსხვერპლი 23 წლის ჯოშუა ჯილიბრანდი გახდა. ის სახლში თავისი ფეხით მივიდა, მაგრამ მოგვიანებით მისი ძმა იძულებული გახდა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაეყვანა.

"ჯოშუა ბარში მეგობარს ხვდებოდა და იქ დევიდ მოიესი შეამჩნიეს. მან (ჯოშუამ) მოიესს უთხრა:"დევიდ, აქ რას აკეთებ?"

"დევიდმა კი ეს შეურაცხყოფად მიიღო და მას უთხრა, რომ თავი დაენებებინა (f*** off). შემდეგ კი ზურგიდან თავში ჩაარტყდა ჯოშუა იატაკზე აღმოჩნდა. პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. ბარში ბევრი მოწმე იყო და არსებობს სამეთვალყურეო კამერებიც"

"ჯოშუამ სამი დარტყმა მიიღო თავში. თქვა, რომ ზურგიდან ურტყამდნენ. ეს არ იყო პროვოკაცია. საბოლოოდ კი იატაკზე აღმოჩნდა"
- აცხადებს ჯოშიას უფრო ძმა, ოლივერ ჯილიბრანდი.

თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. მოიესის მეგობარი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, აცხადებს, რომ ჯილიბრანდისთვის არავის დაურტყამს.

"დევიდი ორ მეგობართან ერთად ვახშმობდა და შემდეგ, როცა ბარიდან გამოვიდა, ორმა ბიჭმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გამო შეურაცხყოფა მიაყენა"

"დევიდმა ერთ-ერთ მათგანს საყელოში ჩაავლო ხელი, მაგრამ არ დაურტყამს მისთვის. პოლიციის ავტომობილი იქვე იდგა, ამიტომაც მალევე მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა არავინ არ დაუჭერიათ და არც გაუფრთხილებიათ"
- აცხადებს დევიდ მოიესის მეგობარი.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
23 მაი 2014 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მეორე ვერსია უფრო დამაჯერებელია, აბა აქ რას აკეთებო მაგის გამო ხო არ მოკლავდა კაცს ცემით.
0
№2
ავტორი: red devil
23 მაი 2014 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პროვოკატორი იქნებოდა ვინცხა
0
№3
ავტორი: Manchester United 14
23 მაი 2014 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგის გამო არ იდარდოთ მოიეს სასჯელი არ აწყენდა მანჩესტერის გამო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: GeorgeBest
23 მაი 2014 23:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გასაკვირი არაა მანჩესტერის ფანები თუ შეხვდა და ესეთი რამ გაუკეთეს, მაგრამ მაინც უნდა შეეშვან რა ცოდოა მართლა wink

პირველი ვერსია სისულელეა
0
№5
ავტორი: Jubo
24 მაი 2014 00:48
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მოიესი ნახე რა :დ დაანგრია გუნდი და ორი სიტყვა ვერ აუტანია:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: chaobi
24 მაი 2014 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
moyes she genacvale cantonas badzavs :D <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top