თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2014, 15:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2171,
კომენტარები: 7
მიულერი "იუნაიტედში" არ გადავა
theguardian - ის მტკიცებით ტომას მიულერი კლუბს არ შეიცვლის.
მიულერი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კიდევ ერთი მარცხი განიცადა "ბაიერნის" ნახევარმცველის, ტომას მიულერის ტრანსფერის აღსრულებაში. არც მიუნხენის "ბაიერნს" და არც ტომას მიულერს არ სურთ ერთმანეთთან განშორება.

გარდა ტომას მიულერისა ლუი ვან გაალი "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველით, ცესკ ფაბრეგასითაც ინტერესდება, თანაც იმ ფონზე, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მიულერის თანაგუნდელის, ტონი კროოსის ტრანსფერი შეაჩერა.

მიულერს ვან გაალთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან სწორედ "ბაიერნში" მუშაობისას მისცა ლუიმ შანსი ტომას მიულერს. ვან გაალის გადაწყვეტილებამ ტომას მიულერს საშუალება მისცა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყოფილიყო, სადაც გერმანელმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდილლას "ბაიერნში" მიულერს არც თუ დიდი დრო ეძლევა სათამაშოდ, მას მაინც სურს კლუბში დარჩენა.

"ბაიერნს" რომლის რიგებშიც მიულერმა 13 გოლი გაიტანა წლევანდელ სეზონში, ასევე სურს, რომ მიულერი კლუბში დარჩეს, რადგან ის მომავლის იმედად ითვლება და მას 2017 წლამდე აქვს კონტრაქტი.

ვან გაალის პირველი გადაწყვეტილება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ტონი კროოსის ტრანსფერის დაბლოკვა იყო.

თუმცა "იუნაიტედი" კვლავ ინარჩუნებს ინტერესს ფაბრეგასის მიმართ.

theguardian
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
23 მაი 2014 16:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არც თავიდანვე მდომია ამის გადმოსვა :))
0
№2
ავტორი: chudikone
23 მაი 2014 16:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დედა რაღად ვარ ცოცხალი derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: gilmour
23 მაი 2014 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაგრად გამიხარდება თუ სიმართლეა, ხეების მეტი რა გვყავს კიდე ამის დამატება და ბოტანიკური ბაღი გავაკეთოთ მაშინ.
0
№4
ავტორი: Count Alucard
23 მაი 2014 18:15
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გილოცავთ lol ეს ერთი და სხვა მრავალი, არაფრის მაქნისები იმდენი გვყავს კიდევ დამატება არ გვჭირდება.
0
№5
ავტორი: Manchester United 14
23 მაი 2014 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
არც მინდა რა მიულერი რის მიულერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: cantona .7.
23 მაი 2014 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
neta egre iyoos
ratt gviinda egg
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 მაი 2014 23:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალს უკავშირებდნენ აქტიურად თორე ამის მოსვლის საჭიროებას ვერ ვხედავ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top