თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2014, 11:40
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1848,
კომენტარები: 7
რუნის კაპიტნის სამკლაური სურს
ამბიციური და ამავდროულად თავმდაბლური განცხადება რუნის მხრიდან...
რუნის კაპიტნის სამკლაური სურს
ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი, რომელიც ლუი ვან გაალს ელის მუნდიალის დასრულების შემდეგ, ეს ახალი კაპიტნის არჩევა იქნება. ნემანია ვიდიჩი, რომელიც 2010 წლიდან გუნდის კაპიტანი იყო, მომავალ წელს მილანის "ინტერში" იასპარეზებს. ხოლო პატრის ევრა, ვიცე-კაპიტანი, დიდი ალბათობით დატოვებს კლუბს.

"იუნაიტედის" ფანების უმრავლესობას სწორედ რუნი უნდათ რომ იხილონ ვიდიჩის "შთამომავლად". თავად უეინმა კი განაცხადა, რომ დიდი პატივი იქნებოდა მისთვის ამ როლის მინიჭება. "მე დაინტერესებული ვარ კაპიტნობით". აცხადებს რუნი. "მე რამდენიმჯერ ვუკაპიტნე "იუნაიტედს" და შესანიშნავი იქნება თუ ეს საქმე მთლიანად მე დამეკისრება."

იმ შემთხვევაში, თუ კლუბის მთავარი მწვრთვნელი ახლაც დევიდ მოეისი იქნებოდა, მაშინ რუნის გარანტირებული ექნებოდა კაპიტნის სამკლაური, მაგრამ გასულ წელს ვან გაალმა რობინ ვან პერსი დანიშნა ჰოლანდიის ნაკრების კაპიტნად და "ფანტასტიურ" ლიდერადაც აკურთხა.

შესაძლოა რობინი მხოლოდ ორი წელია გუნდში, მაგრამ რუნი წინააღმდეგი არ იქნება თუ ვან გაალმა მის თავს ისევ თანამემამულე არჩია ზემოთხსენებულ როლში. "ვფიქრობ რომ მზად ვარ ამ საქმისთვის, მაგრამ ეს მწვრთვნელის გადაწყვეტილებაა." აგრძელებს რუნი.

"თუ ის ჩემს მაგივრად სხვას აირჩევს, გულწრფელად ვამბობ, რომ მე პრობლემა არ მექნება. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რობინი მისი ქვეყნის კაპიტანია და ამავე სამუშაოს ასრულებდა "არსენალში" წლების განმავლობაში. ასე რომ, თუ იგი მოგვევლინა ახალ ლიდერად, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამუშაოს იდეალურად შეასრულებს."

ტრავმების მიუხედავად, გასულ სეზონში რუნიმ 19 გოლის გატანა შეძლო და ერთ-ერთი იშვიათი "ეშმაკი" გახლავთ, რომელმაც კარგი შთაბეჭდილენა დატოვა საზარელი სეზონის მიუხედავად. შეგახსენებთ რომ კლუბმა მეშვიდე პოზოცია დაიკავა პრემიერ ლიგის ცხრილში.

რუნიმ ასევე განაცხადა, რომ მისი სათამაშო დრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ვერ მოახერხებს ახალ მწვრთვნელზე შტაბეჭდილების მოხდენას, რომელსაც 150 მილიონი ევრო აქვს ტრანსფერებისთვის გამოყოფილი. "როდესაც ახალი მწვრთვნელი მოდის, შენ გრძნობ რომ საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცო." აგრძელებს რუნი. "შენ არ იცი მას რა იდეები აქვს, ან რა გზით აპირებს წარმატების მიღწევას. მე მას ჯერ არ შევხვედრივარ."

"ასე რომ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება და შინ დავბრუნდებით, ეს იქნება ახალი დასაწყისი, სადაც შენ თავის გამოჩენა მოგიწევს, რადგან დარწმუნდე რომ ახალი ბოსი სწორედ შენზე გააკეთებს არჩევანს."

ინგლისის ნაკრების ფორვარდი მოხარულია, რომ კლუბმა არჩევანი ვან გაალზე გააკეთა, ვან გაალმა კი რაიან გიგზი დაასახელა მის თანაშემწედ. "ვფიქრობ რომ ეს იდეალური გადაწყვეტილებაა."

"ვფიქრობ რომ, ბოლო კვირების განმავლობაში ყველამ იცოდა თუ ვინ იქნებოდა "იუნაიტედის" მომავალი ბოსი. მას ევროპის მასშტავით უდიდესი გამოცდილება და წარმატებას აქვს დაგროვებული. ასევე სასიხარულოა, გიგზის ხილვა, როგორც მის ასისტენტად. როგორც ჩანს ძალიან საინტერესო დრო დგება კლუბში..." - დაასრულა რუნიმ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
23 მაი 2014 11:45
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
"თუ ის ჩემს მაგივრად სხვას აირჩევს, გულწრფელად ვამბობ, რომ მე პრობლემა არ მექნება. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რობინი მისი ქვეყნის კაპიტანია და ამავე სამუშაოს ასრულებდა "არსენალში წლების განმავლობაში. ასე რომ, თუ იგი მოგვევლინა ახალ ლიდერად, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამუშაოს იდეალურად შეასრულებს."


ვინც შენ კაპიტნად არ აგირჩიოს ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Count Alucard
23 მაი 2014 12:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართლა რუნის ეკუთვნის კაპიტნობა 10 წელია გუნდშია და ყველაზე მეტად ის იმსახურებს. რობინს თუ აირჩევს არ იქნება გასაკვირი მაგრამ რუნის უფორ ეკუთვნის.
0
№3
ავტორი: lefty
23 მაი 2014 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რუნის გარდა ამ ეტაპზე არცერთს ეკუთვნის კაპიტნობა
0
№4
ავტორი: Manchester United 14
23 მაი 2014 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რუნი კაპიტნად აირჩიოს და პერსი ვიცე კაპიტნად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: UTD-Rule
23 მაი 2014 14:48
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
"თუ ის ჩემს მაგივრად სხვას აირჩევს, გულწრფელად ვამბობ, რომ მე პრობლემა არ მექნება. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რობინი მისი ქვეყნის კაპიტანია და ამავე სამუშაოს ასრულებდა "არსენალში" წლების განმავლობაში. ასე რომ, თუ იგი მოგვევლინა ახალ ლიდერად, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამუშაოს იდეალურად შეასრულებს."

good2 ჩემი ძმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: RojoDiablo
23 მაი 2014 15:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სწორედ ეს არის პროფესიონალურ მიდგომა საქმისადმი. ამიტომ უნდა დაფასდეს ეს კაცი. ზოგიერთი იტყოდა. მე ამ კლუბს წლები შევალიე და მინდა დამაფასონ., თუ არადა აქ ჩემი ადგილი არ ყოფილაო. მან კი თავმდავბლობა გამოიჩინა. ყოცაღ უეინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: red devil
23 მაი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს უნდა იყოს კაპიტანი უეჭველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top