მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა განაცადა, რომ მზადაა იხილოს ნაკლებად სანახაობრივი ფეხურთი და კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს:"ბოლო დროს კლბუი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. ასეთ თამაშებსი წინა პლანზე გამოდიან იუნაიტედის შესანიშნავი თავდამსხმელები. მართალია შეიძლება გულშემატკივრებს უფრო მეტი სურთ, მაგრამ ფეხბურთელებს მოსწონთ მშვიდი თამაში ასეთ გუნდებთან. ასეთი მატჩები განსაკუთრებით მოსწონთ მათ ვინც გვერდიდან უყურებენ ყველაფერს. იმედია სერ ალექსმა გადაწყვიტა ყველაფერი და მატჩი ისეთი სიუჟეტით აღარ წარიმართება. ნორვიჩთან სხვაგვარი თამაში იქნება.
მანჩესტერის ლეგენდას ჰკითხეს გაუკვირდა თუ არა, რომ გუნდი დაცვაში ასეთი პრობლემებით, მანც ცხრილის სათავეშია:"ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიკვირდა. როცა ასეთი თავდასხმა გყავს, შეიძლება დაცვა უკანა პლანზე გადაიტანო. ვფიქრობ, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ნიუკასლთან გასვლაზე ვაჩვენეთ. ეს იყო კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა ითამაშო. ასეთი ფაქტები დადებითად მოქმედებენ. როცა თავიდან ვაგებთ, ყოველთვის ისეთი გრძნობამაქვს, რომ მოწინაარმდეგეზე მეტს გავიტანთ. ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუ სულ სე ვითამაშეთ ტიტულზე ვერ ვიფიქრებთ. ტოტენჰემთან ბოლომდე ვიბრძოლეთმ მაგრამ ვერ დავამთავრეთ მატჩი ფრედ. ყოველთვის პირველები ვიშვებთ და ამიტომ ისმის კითხვა:"როდემდე უნდა გაგრძლედეს"
უკვე პირველი მანჩესტერული დერბიც გამოჩნდა ჰორიზონტზე, მანამდე კი იუნაიტედს გასამართი აქვს მატჩი ნორვიჩთან, ქუინს პარკთან, და ვესტ ჰემთან:" არცერთი მათგანი არა დაუთმობს არაფერს იუნაიტედს. შარშან ვნაეთ, თუ როგორ თავგანწირულად იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ ნორვიჩი. ვესტ ჰემიც და ქუინს პარკიც არ არიან არაფრის დამთმობნი. ამიტომ მარტო სიტისტან დაპირისპირებაზე არ უნდა ვიფიქროთ და აუცილებლად მოვიპოვოთ გამარჯვებები უახლოეს მატჩებში.