თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2014, 20:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 7
რუნი ვან გაალზე საუბრობს
უეინ რუნის ვან გაალის გამოცდილების სჯერა.
რუნი ვან გაალზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალის და მისი ასისტენტის, რაიან გიგზის ტანდემი ახალ ეპოქას შექმნის "იუნაიტედის" ისტორიაში.

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის 27 წლიანი მუშაობის შემდეგ ასეთი სეზონი ექნებოდა "იუნაიტედს".

მას შემდეგ რაც ფერგიუსონის შემცვლელმა, დევიდ მოიესმა "იუნაიტედს" საშინელი სეზონი "აჩუქა", საქმის გამოსწორება ლუი ვან გაალს მიანდეს.

ლუი ვან გაალი თავის მოვალოებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებს და რუნი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"ვფიქრობ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ გუნდს ლუი ვან გაალი ჩაიბარებდა და გამოცდილება, რომელიც მას ევროპის მასშტაბით აქვს, უბრალოდ ფანტასტიურია"

"მან რამდენიმე დიდებული თასი მოიგო და შესანიშნავია, რომ ის ახლა ჩვენთან არის დაკავშირებული"

"ნამდვილად დიდებულია, რომ რაიან გიგზი იქნება ნომერი მეორე. ეს ამაღელვებელია და ეს პერიოდიც ამაღელვებელი იქნება კლუბისთვის"
- განაცხადა უეინ რუნიმ.

manchestereveningnews
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2014 20:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენც უნდა დაეხმარო მას ამაში რუნი. შენი დიდი იმედი ექნება მასაც და ჩვენც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ელენე
22 მაი 2014 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ავტორ, სტატიების რაოდენობით ახალი რეკორდის დამყარებას გეგმავ? :დ

რუნი, ლუის, გიგზ, აბა თქვენ იცით, ბიჭებო! ♥
0
№3
ავტორი: GeorgeBest
22 მაი 2014 21:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჭორებიც მალე მორჩება როცა რუნი და ვან გაალი ერთად იმუშვებენ
0
№4
ავტორი: Juan Mata
22 მაი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ეხლა კიდე დაწერს ვინმე ვან გაალი მოვა თუ არა რუნი წავაო და ვურტყავ იანგს areyoukiddingme
0
№5
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2014 22:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Ryan97,
ჰოოო თუ გამომივა კი :D რამდენია ნეტა რეკორდი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: RedGirl
22 მაი 2014 22:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ რუნის მკლავზე კაპიტნის სამკლაურს და ჭორებს ბოლო მოეღება რა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: red devil
23 მაი 2014 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია შენც დაეხმარები მაგაში შრეკ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top