თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2014, 14:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1953,
კომენტარები: 7
"უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა"
პოლ სკოულზი უეინ რუნიზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალი ლეგენდა, პოლ სკოულზი თვლის, რომ რუნიმ საუკეთესო მხრიდან უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი მსოფლიო ჩემპიონატზე.

"ასეთი კატასტროფული სეზონით მხოლოდ დავიდ დე ხეა თუ იქნება კმაყოფილი. მხოლოდ მასთან, ერთადერთთან არ გვაქვს რამე პრეტენზია. როცა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე ხდება, ეს უკვე კარგად აჩვენებს კლუბის მიერ ჩატარებულ სეზონს. ასეთი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე ნაკლებად ინტერესდებიან "იუნაიტედის" ფეხბურთელებით. მათ შორის უეინ რუნითაც. ეს მისთვის სასარგებლო უნდა იყოს. მას შესანიშნავი შედეგები აქვს სანაკრებო დონეზე და თუ მას სურს დაამტკიცოს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში - მუნდიალი ამისთვის შესანიშნავი საშუალება იქნება."

"უეინის საუკეთესო თვისებაა, ის რომ მას ყოველთვის სურს ფეხბურთის თამაში. ამაში ის პატარა ბავშვს ჰგავს. მას ყოველთვის სურს ვარჯიში და თამაში - რაც ჩვენს დროში ძალიან დიდ იშვიათობად იქცა. ის - ძველი სკოლაა და ნამდვილად უდიდეს სიამოვნებას იღებს ფეხბურთელის სამუშაოსგან. იმისათვის, რომ მისგან საუკეთესო შედეგები მიიღოს მწვრთნელმა, უნდა უთხრას:"უეინ, ნუ დატვირთავ თავს დაცვაში მუშაობით. გამწვავებაზე ითამაშე". ასეთ შემთხვევაში ის საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს თავს."


პოლი ასევე "იუნაიტედსაც" შეეხო და გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, თუ ვის მოიყვანდა, ასეთი საშუალება რომ ჰქონდეს:

"ახლა კლუბში ლუი ვან გაალი მოვიდა და მის წინაშე სერიოზული მიზანი, კლუბის მწვერვალზე დაბრუნება დგას. ედ ვუდვორდს კი შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს გვაჩვენოს, თუ რა შეუძლია, როგორც აღმასრულებელ დირექტორს. მან უნდა მოიყვანოს ის მოთამაშეები, რომელთა ხილვაც მწვრთნელს სურს. თუ ისევე არ გამოგვივა, როგორც წინა წელს, მაშინ აზრი არ აქვს მაღალ ადგილზე ფიქრს."

"პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მე მოვიყვანდი, არის ტონი კროოსი - ის შესანიშნავი ნახევარმცველია, რომლის ყიდვასაც აუცილებლად უნდა ვეცადოთ. საერთოდ კი კლუბს 5-6 ახალწვეული სჭირდება, რომელიც გუნდის თამაშს გააძლიერებდა."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2014 14:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუნის არც თუ კარგად გამოსადის თამაში ნაკრებში და წელს მართლაც უნდა ეცადოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: UTD-Rule
22 მაი 2014 14:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძალიან ბევრი დაუგროვდა დასამტკიცებელი ამ ბოლო დროს რუნის ნაკრებში და იმედია ამ წელს თავის სიტყვას იტყვის..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Manchester_M
22 მაი 2014 14:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
შანრშან გვქონდა კარგი შანსი ფეხბურთელების დათრევის არ უნდა გაგვემაზა ეგ შანსი ახლა კი გაგვიჭირდება ვარსკვლავების ყიდვა როცა შასნსი გვქონდა მაშინ უნდა დაგვებრუნებინა რონი :)))
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 მაი 2014 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედი მაქვს რომ რუნი ნაკრებში ზუსტად იმ ადგილზე იქნება სადაც მისი პოზიციაა. რაც შეეხება კროოსს, იმდენი დაიწერა და იმდენმა გამოთქვა სურვილი კროოსის მანჩესტერში გადმოსვლისა, რო მგონი ეგ ტრანსფერი უნდა შედგეს.
0
№5
ავტორი: kOsTiA
22 მაი 2014 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ადრე იმას დააბრალეს ინგლისის ნაკრებში რუნის ''არაგაბრწყინება'' რომ ყველაპერი მის კისერზე იყო...ახლა ისევ იგივე...ყველა მასზე საუბრობს...სულ დაძაბული მოუწევს გასვლა სტადიონზე...
0
№6
ავტორი: RedGirl
22 მაი 2014 22:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მართლა დარალეს ეს კაცი აქეთ იქით სირბილით რა. მთელ სტადიონზე რუნი იყო. ერთი დე ხეას მაგივრად არ იდგა კარში თორე დანარჩენი ყველაფერი რუნი იყო რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: red devil
23 მაი 2014 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მართალია. ძალიან მაგრად თამაშობს რუნი სულს და გულს დებს მოედანზე და ყველგან ეგ არის მაგრად იტვირთება და შეიძლება ეგრე გადაიწვას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top