"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი ისპერ ბლუმკვისტი თვლის, რომ სულ მოკლე დროში შესაძლებელია ეშლი იანგი გახდეს "წითლების" ერთ-ერთი დამაიმედებელი ფეხბურთელი. ბლუმკვისტი, რომელმაც რვა წელი გაატარა "მანჩესტერში" და ამ გუნდში 1999 წლამდე ტამაშობდა განაცხადა:"ის თამაშობს იგივე პოზიციაზე სადაც ვთამაშობდი მე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ცდილობს ითამაშოს როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა ფლანგებზე და სარგებელი მოუტანოს თავის გუნდს ასევე დაცვაშიც. ეს არ არის ადვილი. მე ბევრჯერ მიცდია მეთამაშა მარჯვენა მხარეს, მაგრამ ვერ შევძელი." "მე ძალიან მომწონს მისი თამაში. მან ჩაატარა კარგი მატჩები გასულ სეზონში, რომელიც უნდა ჩაითვალოს "წითლებისთვის" წარუმატებ სეზონად. მან უნდა შეძლოს ვალენსასთან ერთად კარგი თამაშის ჩვენება. ყოველ ჯერზე ის ძლიერდება. მისი თამაშით ის "ეშმაკებს" ბევრ წარმატებას მოუტანს." წყარო:REDEVILS.RU
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.