თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2014, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1670,
კომენტარები: 7
"კარგია, რომ კლუბი ასეთმა კაცმა ჩაიბარა"
დევიდ ბექჰემის აზრით ლუი კარგად ერგება "იუნაიტედს"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი 7-ანი, დევიდ ბექჰემი თვლის, რომ ლუი ვან გაალი ზედგამოჭრილია "იუნაიტედში" სამუშაოდ.

"ლუის ახალგაზრდებთან მუშაობის შესანიშნავი გამოცდილება აქვს, რაშიც შეგიძლიათ დარწმუნდეთ მის მიერ ჩამოყალიბებული "აიაქსის" ნახვით. ასეთი სპეციალისტი იდეალურად ერგება "მანჩესტერ იუნაიტედს". როგორც ამ გუნდის ქომაგს, მსურს ახალი სპეციალისტი იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც დიდი მიღწევები აქვს. სწორედ ასეთი ადამიანია ვან გაალი."

"სიმართლე გითხრათ გავოცდი, როცა გავიგე, რომ რაიან გიგზი ბუცებს კიდებდა. როგორც მინიმუმ მისი ფიზიკური ფორმა საშუალებას იძლეოდა კიდევ ერთი სეზონი ჩაეტარებინა მაღალ დონეზე. ახლა მას ახალი როლი აქვს. დაუჯერებლად სასიამოვნო იყო მისი ხილვა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში ოთხი მატჩის განმავლობაში. გიგზმა "იუნაიტედი" ყველაზე კარგად იცის და ასეთი ადამიანი აუცილებელია ახალი მწვრთნელისთვის."

"ძალიან გახარებული ვიქნები, თუ ახალ სამწვრთნელო შტაბში ფილ ნევილის, ნიკი ბატისა და პოლ სკოულზისთვისაც მოიძებნება ადგილი. როცა ახალ როლში ვნახე, ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდი. ამ ბიჭებთან ჩემი კარიერის საუკეთესო წლები მაქვს გატარებული"
- აცხადებს დევიდი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
22 მაი 2014 10:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბექზ ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Manchester_M
22 მაი 2014 12:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
"ძალიან გახარებული ვიქნები, თუ ახალ სამწვრთნელო შტაბში ფილ ნევილის, ნიკი ბატისა და პოლ სკოულზისთვისაც მოიძებნება ადგილი.


კაი პოლი და ბატი მესმის მაგრამ ნევილმა რაც იცენზურაპროჩავა მაგის მერე როგორ უნდა გააჩერო :X
0
№3
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2014 13:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დევიდი რა ბიჭია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
22 მაი 2014 13:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესზეც ყველა ესე საუბრობდა მაგრამ ეხლა 100% დარწმუნებული ვარ და იმედია მართლა გაამართლებს
0
№5
ავტორი: UTD-Rule
22 მაი 2014 14:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია მართლა გაამართლებს იმედებს ბექზ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Best 7
22 მაი 2014 16:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლუი მაგარი კაცია!
0
№7
ავტორი: RedGirl
22 მაი 2014 22:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ სქოულზი და ნიკი ბატი მეც მინდოდა რა :( გამიტყდა :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top