თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2014, 08:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1737,
კომენტარები: 2
"ოდესმე უნდა დასრულებულიყო"
დენის ირვინს რაიან გიგზის იმედი აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, დენის ირვინი რაიან გიგზის დაუჯერებელ კარიერას გაუსვა ხაზი.

"ოდესმე ეს დაუჯერებელი კარიერა უნდა დასრულებულიყო. გამიმართლა, რომ ერიკ კანტონას, პეტერ შმეიხელის, როი კინის, ბრაიან რობსონის, რუუდ ვან ნისტელროისა და პოლ სკოულზის ერთად მოვახერხე თამაში. თითოეული მათგანი დიდებული ფეხბურთელი იყო. მაგრამ გიგზი, რაღაც განსაკუთრებულია მათ შორის. ყოველთვის გიხაროდა, როცა მასთან ერთად მოედანზე გადიოდი. გიგზი არამარტო არღვევდა მოწინააღმდეგის დაცვს, არამედ შენც გეხმარებოდა დაცვაში. წლებთან ერთად ცენტრალურ ზონაში გადავიდა და იქაც წარმატებით ასპარეზობდა. ეს მის ტალანტზე კარგად მეტყველებს"

"რაიანმა ამ კლუბის შესახებ ყველაფერი იცის. ის პირველ გუნდში ახლაგაზრდული სისტემის ყველა დონის გავლით მოხვდა. მას შეუძლია ბევრი რამ ასწავლოს ჩვენს ახალ ფეხბურთელებს. გიგზს სერ ალექსსა და დევიდ მოიესთან მუშაობის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში ახალი თავი იწერება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გიგზის სამწვრთნელო კარიერაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ფეხბურთელის კარიერა იყო."
- აცხადებს ირვინი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2014 13:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიგზი იტყვის თავის სიტყვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
22 მაი 2014 13:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული ფეხბურთელად მაინც ქოულზი რჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top