დაივიდ მეი იუნაიტედის შესახებ.
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი დეივიდ მეი, იხსენებს იმ დროს როცა ის იუნაიტედში თამაშობდა:"ყოველთვის მიყვარდა ხუმრობა გასახდელში. ძალიან მხიარული ბიჭი ვიყავი და ჩემი უმრობების მსხვერპლი ძირითადად ჰორდი კრუიფი და ნიკი ბატი იყვნენ, ისინი ამას დაგიდასტურებენ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ხუმრობა ჩემი შესრულებით იყო სურათი, რომელიც ბაიერნის დამარცების და თასის აწევისას ყველაზე მაღლა ვიყავი. ყოველთივს ვფიქრობდი, რომ ამ თასთან მიახლოვება, მხოლოდ სურათზე შეიძლებოდა, როცა გამოდიოდი გასახდელიდან ვნახე თასი და მაშინვე ვთქვი ეს ისაა, რაც გვინდა. ამ მატჩში არ მიმიღია მონაწილეობა და ისტორიაში მხოლოდ იმ ფოტოთი შევედი. მე ვამაყობ იმ წვლილით რაც იმ სეზონში შევიტანე კლუბის წარმატებისთვის. იუნაიტედში ბლექბერნ როვერსიდან გადავედი 1994 წელს. ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს ამ გუნდთან. სამწუხაროდ რამდენიმე თვე არ იყო კარგი."
"დამაბრალეს, რომ წარმოუდგენელ თანხას ვითხოვდი კონტრაქტით. მაგრამ ეს ასე არ იყო. პირველ გუნდში რეგულარულად გამოვდიოდი, სადაც ალან შირერი 9000 ფუნტს იღებდა, მე მხოლოდ 500 ფუნტით ხელფასის მომატება მოვითოვე და მინდოდა 4000 მქონოდა ხელფასი. ბლექბერნის მფლობელმა ჯეკ უოლკერმა დარჩენა მთხოვა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ იუნაიტედი იყო დაინტერესებული ჩემით. დევიდ ბეტიმ დამირეკა და დაიწყო ყვირილი:"ნაგავი ხარ! ნაგავი!" ვაცნობიერებდი, რომ ოლდ ტრაფორდზე გადასვლის შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლეოდა. ბოლო 8 სეზონში იუნაიტედის რიგებში 118ჯერ გამოვედი მოედანზე, მაგრამ ტრავმები მაწამებდნენ. სწორედ ტრავმებმა მაიძულეს დამეტოვებინა კლუბი 2003 წელს და გადავედი ბარნლიში, 1 სეზონში კი კარიერაც დავამთავრე."
"იუნაიტედთან არასოდეს გამიწყვეტია კავშირი. MUTV_ში ვმუშაობ და რეგულარულად ვესწრები გუნდის მატჩებს. დღემდე მაცვიფრებენ გაზეთების სათაურები, სადაც რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის შესანიშნავ თამაშებზეა საუბარი. სულიერი კონტაქტი მაქვს ამ გუნდთან. რამდენიმე წლის წინ ფანებთან ერთად ვუყურებდი მატჩს და ერთად ვმღეროდით სიმღერას პოლ სქოულზე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ვყვიროდი, მაგრამ მაინც ბოლომდე დავრჩი ნიუკასლთან დაპირისპირებაზე, წინა სეზონში. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ბავშვობაში სიტის ვგულშემატკივრობდი. მაგრამ შემდეგ ძალიან შევიყვარე იუნაიტედი, ჩემი ოჯახიც იუნაიტედის ქომაგი იყო. ყველაზე წარმატებული პერიოდი ცემთვის იუნაიტედში იყო 1996 წელს, მაშინ როცა ინგლისის თასი მოვიგეთ და უკან ვბრუნდებოდით ყველანი ვმღეროდით და ვსვამდით. მე ვფიქრობდი:" ინგლისის ჩემპიონატიც მოვიგეთ და თასიც, ეს მართლაც შესანიშნავია. მაშინ ჩემს საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდი. ყოველთვის გამოვდიოდი ოლდ ტრაფორდზე და სტაბილურად ვთამაშობდი. უკან ვიხედები და ვფიქქრობ, რომ იუნაიტედში გატარებული დრო ფასდაუდებელია. ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ამას დამავიყებს!
წყარო:
Redevils.Ru