თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2014, 21:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1762,
კომენტარები: 5
"არ ვიცი რა როლი მექნება მომავალში"
ფილ ნევილმა არაფერი იცის.
ფილ ნევილმა აღნიშნა, რომ იგი მოხარული იქნებოდა ლუი ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში შესვლით.

ჰოლანდიელი სპეციალისტი ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ იგი საქმეს მხოლოდ მუნდიალის შემდეგ შუედგება.

მან უკვე დაასახელა რაიან გიგზი თავის ასისტენტად, ხოლო მარსელ ბუტი და ფრანს ჰოეკი თავის შტაბში დამხმარეებად აიყვანა.

მაგრამ ფილ ნევილი, რომელიც პირველ გუნდში დევიდ მოიესმა აიყვანა სამწვრთნელო შტაბში, არაა დარწმუნებული, რომ "ოლდ ტრაფორდზე" იგი კიდევ დარჩება.

37 წლის ნევილმა Sky Sports-ს განუცხადა:"ძალიან ბევრი პროცელია გასატარებელი და ის თავის სტურქტურასა და გუნდს ჩამოაყალიბებს, შენ კი მხოლოდ უნდა იმედოვნო, რომ მისი ნაწილი იქნები."

"ბოლო წლის განმავლობაში პირველი გუნდის მწვრთნელი ვიყავი. არ ვიცი რა როლი მექნება მომავალში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში გავიგებ და "მანცესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული მაინც ვიქნები."


გარდა მოიესისა, ფილ ნევილმა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელთან, რაიან გიგზთან ერთადაც იმუშავა.

კლასს 92 შეავსეს ნიკი ბატმაც და პოლ სკოულზმაც, რომელთაც გუნდის სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი როლი მოირგეს.

სანამ ხელმძღვანელები ფიქრობენ დატოვონ თუ არა ცნობილი ტრიო, ნევილის აზრით ყველაფერი ლუი ვან გაალის ხელშია.

"ჩვენ ნამდვილად გვიყვარს კლუბი, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ კლუბში ან მასთან ახლოს ვიყოთ. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ კარგად ვმუშაობთ და პროდუქტიულები ვართ და ჩვენ შანსი გვექნება დავრჩეთ" - დაამატა ნევილმა.

mirror


უნდა დატოვოს კლუბი ნევილმა?

დიახ
არა

სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
21 მაი 2014 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გაგიშვებენ ნევილ და არ უნდა ამას ბევრი ბაზარი :)))
0
№2
ავტორი: Best 7
21 მაი 2014 20:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფეხბურთელი კაი იყავი და ამ მწვრთნელობაში არც ისე))
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 მაი 2014 22:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვაბშე არ უყო მოსაყვანი ეს
0
№4
ავტორი: Macklemore
22 მაი 2014 00:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაი რა არც ფეხბურთელად იყო დიდი გადამრიე ეგრიკო და მწვრთნელად ხო ვაფშე! ყოფილიყავი შენთვის ევერტონში, რაგინდოდა :D
0
№5
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2014 08:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ადრე დაიწერა წავიდაო, მარა ტყუილი ყოფილა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top