თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2014, 20:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2037,
კომენტარები: 10
ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა
რაიან გიგზის ილუსტრირებული კარიერა.
ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა
ფეხბურთელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა დასრულდა. ადამიანი, რომელმაც კარიერა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჯონ მეიორი პრემიერ მინისტრი გახდა, პრემიერ-ლიგა არ არსებობდა. მან 23 წლის ასაკში შედგა ფეხი პირველად მოედანზე.

უელსელის კარიერის ხანგრძლივობა გასაოცარია, მაგრამ ასეთივეა მისი მიღწევები ათწლეულების განმავლობაში. 1991 წელს, 17 წლის ასაკიდან დღემდე იგი კლუბის წარმატებების მოზიარე გახლავთ.

ჩვენ შევეცადეთ ოქროს წლები ილუსტრირებულად გადმოგვეცა, იმედი გვაქვს გამოგვივა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

რაიან გიგზმა თავისი სადებიუტო შეხვედრა 1991 წლის მარტში 17 წლის ასაკში ჩაატარა. ფეხბურთი სრულიად სხვანაირი იყო მაშინ. "მანჩესტერ იუნაიტედს" 1/4 საუკუნის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული პრემიერ-ლიგის ტიტული. 1990 წელს სერ ალექსმა პირველად მოიგო თავისი ტიტული - მან FA Cup აღმართა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში, რომელშიც "იუნაიტედი" "ევერტონთან" 2-0 დამარცხდა რაიან გიგზმა ტრავმირებული დენის ირვინი შეცვალა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

ცნობილი "კლასს 92" სერ ალექს ფერგიუსონის ინგლისში დომინირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ფოტოზე "იუნაიტედის" ახალგაზრდები აღნიშნავენ FA Youth Cup - ის მოგებას 1992 წელს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. უკანა მხარეს, მარცხნიდან მარჯვნივ: ბენ თორნლი, ნიკი ბატი, გარი ნევილი, საიმონ დევისი, კრის გასპერი, კევინ პილკინგტონი და კეიტ გილესპი. წინა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: ჯონ ო'კეინი, რობი სავაჟი, ჯორჯ სვიტზერი, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი და კოლინ მაკკი. ხუთი მათგანი - ძმები ნევილები (ფილი სურათზე არ ჩანს), დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი და რაიან გიგზი მოგვიანებით პირველ გუნდს შეუერთდნენ.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

"იუნაიტედმა" სიურპრიზი მოუწყო თავის გულშემატკივრებს და 1991 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. თუმცა ევროპაში იმ დროისათვის ჯერ მხოლოდ სწავლობდნენ ახალგაზრდებთან მუშაობას. ამ სურათზე გიგზი ქუდს იხურავს წმინდა ბასილის სახელობის კათედრალის წინ. "მანჩესტერ იუნაიტედი" მოსკოვში იმყოფებოდა, რათა უეფას სუპერ თასის ფინალში ადგილობრივ "ტორპედოს" დაპირისპირებოდა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

იმდენად ხანგრძლივია გიგზის კარიერა, რომ მას არაერთი ეპოქის ვარსკვლავთან ერთად უთამაშია. აქ იგი ბრაიან მაკკლეირთან და პოლ პარკერთან ერთად პრემიერ-ლიგის ტიტულს აღნიშავს, რომელიც "იუნაიტედმა" 1993 წელს მოიგო. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი "იუნაიტედის" ცხოვრებაში, რადგან ამით წარუმატებლობათა 26 წლიანი პერიოდი შეწყდა, რომელიც "წითლებს" 1967 წლიდან თან სდევდათ.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

ცნობილი ფოტო, რომელშიც რაიან გიგზი სამხრეთ აფრიკის საზაფხულო ტურნეს დროს 1993 წელს სოვეტოში ადგილობრივ ბავშვებს ფეხბურთის თამაშს ასწავლის. ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო იმ დროს, მაგრამ სახელი უკვე განთქმული ჰქონდა და მას პრესა "ახალ ჯორჯ ბესტსაც" უწოდებდა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

უამრავი სუპერვარსკვლავი მოსულა და წასულ რაიან გიგზის კარიერის განმავლობაში, მაგრამ ალბათ არავინ იყო ისეთი ქარიზმატული, როგორიც ერიკ კანტონა. ფრანგი "იუნაიტედს" 1992 წელს "ლიდსიდან" შეუერთდა და 5 სეზონში 4 ტიტული მოაგებინა - ორჯერ იმ პერიოდში "იუნაიტედმა" ლიგის და თასის დუბლიც შეასრულა. გიგზისა და კანტონას ეს ფოტო 1995 წელსაა გადაღებული.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

ეს შესანიშნავი ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აწვდის გიგზი კუთხურს "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემთან" მატჩი, 1996 გადაიღეს. ის შეხვედრა "იუნაიტედმა" ერიკ კანტონას ბრწყინვალე გოლით ანგარიშით 1-0 მოიგო. 1995-96 წლების სეზონი იმით გამოირჩეოდა, რომ მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" წარუმატებლად დაიწყო წელი, დამარცხდა "ასტონ ვილასთან" და "ნიუკასლმა" მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო ტიტულისთვის ბრძოლაში, ალან ჰანსენმა განაცხადა "ბავშვებით ვერაფერს მოიგებთ". ზამთარი ზაფხულმა შეცვალა და "იუნაიტედის" მზემაც გამოანათა. კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო პრემიერ-ლიგის ტიტული და სერ ალექსმა განაცხადა: "მე მას შევიყვარებ". რთულია თქვა, რომ 22 წლის გიგზი, "ბავშვია", როგორც მას ჰანსენმა უწოდა, ის უკვე 5 წლის განმავლობაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას "იუნაიტედის" მატჩებში.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

სისულელე იქნებოდა ისეთი ფოტოს გამოტოვება, რომელზეც გიგზის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი გოლია ასახული, რომელიც მან 1999 წლის აპრილში, "ვილა პარკზე" გაიტანა. არსენ ვენგერის "არსენალი" და სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი" შესნიშნავ შედეგებს აჩვენებდნენ და ორივე მათგანი პრემიერ-ლიგისა და FA Cup-ის მოგებაზე აცხადებდნენ პრეტენზიას. თითქოს "მეთოფეები" უპირატესობას ფლობდნენ FA Cup-ის განმეორებით შეხვედრაში, მას შემდეგ რაც 1-1 ანგარიშზე როი კინი მოედნიდან გააძევეს. მაგრამ პეტერ შმეიხელმა დენის ბერგკამპს 11 მეტრიანი აუღო, ხოლო რაიან გიგზმა დამატებით დროში თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. მან მოედნის ცენტრიდან წაიღო ბურთი და მეტოქის მცველებს უდიდესი სიჩქარით ჩაურბინა, რის შემდეგაც ბურთი დევიდ სიმენის კარის ბადეში გაგზავნა. ეს "იუნაიტედის" კლასიკური თეატრი იყო და მათი ტრიპლის იმედი კვლავ ცოცხალი იყო. ზემოთ მდებარე სურათზე გიგზი "არსენალის" კარში გზავნის ბურთს, ქვემოთ კი ჩანს მისი ცნობილი აღნიშვნა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

გიგზის ხანგრძლივი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი შესაძლოა 1999 წლის მაისში გამართული შეხვედრა გამოდგეს, რომელიც "ნოუ კამპზე" გაიმართა. ბოლო 31 წლის განმავლობაში "იუნაიტედმა" პირველად გააღწია ევროტურნირის ფინალში, სადაც მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხებაღა აკლდა, რათა სანუკვარ თასს დაუფლებოდა. სურათზე ასახულია გიგზი, რომელიც იმ ღამეს მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე მოგვევლინა, მის წინააღმდეგ სტეფან ეფენბერგია.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი საფეხბურთო ფოლკლორის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც "იუნაიტედმა" 3 წუთში დადგა. სერ მეტ ბასბის დაბადების დღეზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაემთხვა, გუნდი 90-ე წუთამდე 1-0 მარცხდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტედი შერინგემისა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გოლებით ყველაფერი "წითლების" სასარგებლოდ დასრულდა. გუნდმა საოცნებო ტრიპლი მოიპოვა. პეტერ შმეიხელმა თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში. სურათზე პეტერ შმეიხელს "ძველი დიდი ყურები" ხელით უჭირავს, რომელსაც რაიან გიგზი კოცნის.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

1991 წლიდან 2007 წლამდე რაიან გიგზმა 64 კეპი მოიგო სანაკრებო დონეზე, მაგრამ მას ეს ფინალურ დონეზე არასოდეს გაუკეთებია. სურათზე რაიან გიგზი 2002 წელს ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც კარდიფში ჩატარდა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის, კლაუდიო ჰუსეინის წინააღმდეგ თამაშობს. მატჩი 1-1 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში გოლი კრეიგ ბელემიმ გაიტანა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

ეს არის ის, რისი მიღებაც რაიან გიგზს წლების განმავლობაში შეეძლო. სერ ალექს ფერგიუსონი რაიანს მითითებებს აძლევს 2002 წლის სექტემბერში "ელანდ როუდზე" "ლიდსის" წინააღმდეგ მატჩში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამი ტიტული მოიგო ზედიზედ, მაგრამ 2001/02 წლების სეზონში "არსენალის" წინააღმდეგ დამარცხდა. გიგზი და ფერგიუსონი მონდომებულნი იყვნენ, რომ ლონდონელებისგან ტიტული გამოეხსნათ და მათგან განსხვავებით ტიტულების რბოლაში დაწინაურებულიყვნენ. "იუნაიტედმა" სეზონი შესანიშავად დაასრულა. ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგო და უკანასკნელი შეხვედრა ფრედ დაასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტიტულს დასაკუთრებოდა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

როცა გიგზი 30 წლის ასაკში შევიდა, ის უკვე ფართოდ იყო ცნობილი თავისი თამაშით. ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იგი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებდა. ფოტოზე "ჩელსის" ორი ფეხბურთელი, მარიო მელჰიოტი და იესპერ გრონკიაერი გიგზისგან სენდვიჩს აკეთებენ. ეს ფოტო 2004 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას ასახავს.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

გიგზი 2006 წლის მარტში "ბირმინგემის" კარში გოლს იტანს. 2005/06 წლების სეზონში ცოტა ვინმე თუ იქნებოდა ბედნიერი "ოლდ ტრაფორდზე" - "იუნაიტედმა" სეზონი სუსტად დაიწყო, ევროტურნირს ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობა და გუნდი დატოვა როი კინმა. თუმცა როგორც ბოლოს ვნახეთ, "იუნაიტედმა" ლიგის თასი მოიგო და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, სადაც მხოლოდ "ჩელსის" ჩამორჩა. თუმცა წარმატებები ჯერ კიდევ წინ იყო...

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

შესაძლოა რაიან გიგზის ისტორიაში საუეკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყოს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2003 წელს შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს" და 2009 წლამდე მან პრემიერ-ლიგის სამი ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული მოიგო. სურათზე ასახულია მომღიმარი გიგზი და რონალდუ, რომლებიც 2007 წლის ვარჯიშზე ერთობიან.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი არის ის თავი "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელიც არავის დაესიზმრებოდა - მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ 50 წლის თავზე "მანჩესტერ იუნაიტედი" მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მას "ჩელსი" ელოდა. ეს შეხვედრა Daily Mail-მა ინგლისური ფეხბურთის უდიდეს მატჩად მონათლა. გიგზმა, რომელიც შესვენებაზე შემოვიდა 759-ე შეხვედრა ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში რითიც ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო. მოსკოვის დროით დაახლოებით ღამის ორი საათი იყო, როცა რაიან გიგზმა ლონდონის "ჩელსის" კიპერს, პეტერ ჩეხს პენალტი გაუტანა. თითქოს ეს საღამო ლონდონელებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ჯონ ტერის მოცურებისა და ედვინ ვან დერ საარის მიერ ანელკასთვის აღებული პენალტის შემდეგ, თასს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეუფლა. იმ დაუვიწყარ საღამოს "იუნაიტედი" ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. ქვედა სურათზე, გიგზი უკვე 34 წლისაა და იგი ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში ყურადღების ცენტრშია.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა


ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

2011 წელს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაიან გიგზმა პირველად დადგა ფეხი მოედანზე. სურათზე გიგზი აღნიშნავს მე-19 ტიტულის მოგებას, რომელიც "იუნაიტედმა" "ბლექბერნთან" ფრის შემდეგ მოიპოვა. "იუნაიტედმა" სასწაული ჩაიდინა და "ლივერპულს" თასების რაოდენობაში გადაასწრო - საოცარია, რადგან როცა გიგზი პირველად შევიდა მოედანზე, თასების შეფარდება 18-7 იყო. "იუნაიტედის" გახარებულმა გულშემატკივრებმა იმღერეს "ფერგიმ და გიგზიმ ის 12-ჯერ მოიგო".

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

2013 წლის სეზონის შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" თებერვალში "ევერტონის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართა, რაიან გიგზმა ანგარიშის გამხსნელი გოლი გაიტანა. 2011/12 წლების სეზონში "იუნაიტედი" ძალიან ახლოს იყო საოცნებო, მე-20 ტიტულთან, მაგრამ მაშინ ტიტული მეზობლებმა წაართვეს. თუმცა ზემოაღნიშნული გამარჯვების შედეგად "იუნაიტედი" 12 ქულით დაწინაურდა ტიტულისთვის ბრძოლაში, რაც საბოლოოდ მიიყვანა კიდეც ბოლომდე. სურათზე რაიან გიგზის წინააღმდეგ ფილ ნევილი ირჯება - ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ფოტოს გადაღებიდან სამი თვის შემდეგ ისინი ერთად შევიდოდნენ "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

როცა სერ ალექსმა განაცხადა, რომ იგი ფეხბურთიდან მიდიოდა, ეს ნამდვილად იყო დიდი ეპოქის დასასრული. შოტლანდიელი 27 წლის განმავლობაში ედგა სათავეში "იუნაიტედს" და გიგზს არასდროს უმუშავია სხვა მწვრთნელის ერთად. ეს არის სურათი, რომელშიც სერ ალექს ფერგიუსონმა 1500-ე და უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. გიგზის რეაქცია ყველაფერზე მეტყველებს. მას პირველად, თავისი კარიერის განმავლობაში უხდება ახალი მთავარი მწვრთნელის გვერდით მუშაობა.

ოქროს წლები - ილუსტრირებული კარიერა

გიგზმა თავისი 963 და უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "ჰალთან" მატჩში. სურათზე რაიან გიგზი "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ მაყურებლებს მიმართავს სიტყვით. მისი პირველი შეხვედრა 1991 წლის 2 მარტს, ბოლო კი 2014 წლის 6 მარტს შედგა. მისმა კარიერამ დაამტკიცა, რომ გიგზი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა მისი კავშირი "იუნაიტედთან" არ შეწყვეტილა, რადგან რაიან გიგზი ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა.

dailymail

პ.ს. თუ კი ვინმეს მოგეპოვებათ სურათი, რომელიც გიგზის წარსულს ნათლად ასახავს, მოგვაწოდეთ მისამართზე giorgi-dumbadze-94@mail.ru
სიახლეები, სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
21 მაი 2014 16:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველა ფეხბურთელი რომ ინტარრებს ისეთი კარიერა ქონდა :))) სუპერი იყო გიგზი ახლა იმედია ეგეთი მწვრთვნელი დადგება :)) თან ყველაფერი ხელს უწყობს :)))
0
№2
ავტორი: red devil
21 მაი 2014 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ ძაან მაგარია. ცოტა შეცდომები გაქ და თუ შეასწორებ უკეთესი იქნება.
0
№3
ავტორი: Berba 9
21 მაი 2014 17:16
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ, საღოლ ძალიან კარგია, პირველ 2 სურათში კაი ნანეტზე დგას :)))
ხუჭუჭობიდან - ჭაღარაობამდე უკეთესი სათაურია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2014 18:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
აუცილებლად, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე რა.

Berba 9,
:D ეგ ვერ მოვიფიქრე თორემ :D

red devil,
ცოტაო ამბობ და იმდენი ვიპოვე რომ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: UTD-Rule
21 მაი 2014 18:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ გიო,საინტერესო იყო ნამდვილად.. winked

ძალიან გამიხარდა ის,რომ ისევ კლუბში რჩება ვან გაალთან ერთად ჩვენი ლეგენდა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2014 18:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
UTD-Rule,
საინტერესოებისთვის მადლობა დეილი მეილს და თარგმნისთვის მე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: RedGirl
21 მაი 2014 19:36
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის !

არ ვიცი ამოუწურავია გიგზის კარიერა <3 ჩემი უბერებელი ლეგენდა ! <3 ამის მერე გამოვა ვინმე სკაუზერი და დაუწყებს გინებას. რა ველაპარაკო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2014 19:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მარიამი,
შენც აგინე :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
21 მაი 2014 22:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალი ჯორჯ ბესტი love გიგზი სხვა განზომილებაა, საოცრებაა ეს კაცი. 34 ტიტული ყველაფრისმთქმელია
0
№10
ავტორი: Macklemore
22 მაი 2014 00:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დიაბლო შენ აღარ ხუმრობ რა :D საღოლ! გიგზზე კი რაუნდა ვთქვა, შეუდარებელია!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top