"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ნახევარმცველის, პოლ სქოულზის კლუბში დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, სქოულზის ბედი მისსავე ხელშია. პოლის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. "ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ვფიქრობ, პოლმა თვითონ უკეთესად იცის რაც უნდა გააკეთოს. ის დღესაც საუკეთესო მეპასეა მთელს ინგლისში. მას მატჩში მონაწილეობის სურვილი ჯერ კიდევ აქვს. პოლი 38 წლისაა, რაიანი კი 29 ნოემბერს 39-ის გახდება. ეს საოცარია, განსაკუთრებით კი სქოულზის შემთხვევა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, მან მხოლოდ ერთი თუ ორი ტრავმა მიიღო, ზაფხულში კარიერა დაასრულა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა. სეზონის მეორე ნახევარში, მან საოცრად დიდი დახმარება გაგვიწია. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ის თავის ბედს თვითონ გადაწყვეტს." - დაასრულა ფერგიუსონმა.