თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2014, 00:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1780,
კომენტარები: 9
"წარმატებებს გისურვებთ"
ყოფილმა ფეხბურთელებმა ვან გაალს წარმატებები უსურვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელბმა, ვან გაალს ახალი სამუშაო მიულოცეს და მას წარმატებები უსურვეს.

ედვინ ვან დერ საარი: "ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც ვან გაალისთვის, ასევე "იუნაიტედისთვის", რომ ერთად იმუშაონ. ძალიან მაინტერესებს იმის ხილვა, თუ როგორ შეერევიან ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილთა შორის და რა ტრანსფერებს განახორციელებს კლუბი."

რიო ფერდინანდი: "წარმატებებს ვუსურვებ ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ასევე მოხარული ვარ გიგზის გამო, რომელიც მისი დამხმარე იქნება. იმედი მაქვს ეს ადამიანები იქ დააბრუნებენ კლუბს, რომელიც მას კანონით ეკუთვნის."

დევიდ მეი: "შესანიშავი გადაწყვეტილებაა. ლუი ვან გაალს ევროპის მთავარი ტიტულები და ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატიც აქვს მოგებული. იმედი მაქვს, რომ წარმატებებს "ოლდ ტრაფორდზეც" მიაღწევს. მას დიდი სამუშაო ელის და მოუთმენლად ველოდები გუნდის მის ხელში ხილვას."

ლი მარტინი: "ვან გაალს უმდიდრესი გამოცდილება აქვს. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და წარმატებას მიაღწია "ბაიერნსა" და "ბარსელონასთან" ერთად. მან იცის თუ როგორ იმუშაოს დიდ კლუბებში და ესმის მათი მოთხოვნილებების დონე. ვან გაალს ძლიერი ხასიათი აქვს, რაც ჩემი აზრით ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტი, რომელსაც არ ეშინია ფეხბურთელების და მათთან მიდგომაც კარგად ეხერხება. წინ პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯია და ძალიან მიხარია."

redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2014 00:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც წარმატებებს გისურვებ და აბა შენ იცი ლუიტო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
21 მაი 2014 02:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალე დაიწყოს რა ახალი სეზონი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: red devil
21 მაი 2014 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
RojoDiablo,
მაგარი ტემპით მიდიხარ :D მალე გადახვალ პირველზე :D
0
№4
ავტორი: cuchu
21 მაი 2014 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
არიყო მანჩესტერისთვის იდეალური ვარიანტი მაგრამ მოესს ჯობია ....ვინმეს თუ გახსოვთ 2010 წლის ფინალი ინტერ ბაიერნი და შემდეგ 2011 წლის მერვედფინალი ? 2011 წელს ვან გაააალმა იმენა გაცამტვერებულ ინტერს ვერ მოუგო და დააახვევიეს გუნდიდან...ეს ტრენერია ათამაშებს დაბალი დონის გუნდებთან გუნდს მაგრამ აი ერთ კონკრეტულ თამაშს ვერ თამაშობს...კაროჩემსოფლიოზე ნახავტ რა რაცარი ......მანჩესტერისტვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა პრანდელი ან კლოპი
0
№5
ავტორი: Macklemore
21 მაი 2014 11:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
cuchu,
მაგ გაცამტვერებულმა ინტერმა გამოაგდო ბარსაც და მანჩესტერიც! ძალიან მაგარი ტაქტიკოსია და ისეთი მასტია, რომელსაც შეუძლია მთელი სეზონი სტაბილურად კარგად ათამაშოს გუნდს. საუკეთესო ვარიანტი იყო ვან გაალი მათ შორის ვინც კი შეიძლებოდა მოსულიყო გუნდში. თუ ეგრე დაიწყება ლაპარაკი პრანდელიმ 4-0 წააგო ფინალი და კლოპმა არსენალთან სახლის თამაში წააგო, მაგრამ მაგით რა?? ყველას შეიძლება გამოვუძებნოთ ეგეთი რაღაც.
0
№6
ავტორი: UTD-Rule
21 მაი 2014 13:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Macklemore,
+1. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Manchester_M
21 მაი 2014 16:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ისღა დაგვჩენია წარმატებები ვუსურვოთ და გვერდში ამოვუდგეთ !!
წარმატებები ლუის !!!!!!
0
№8
ავტორი: cuchu
21 მაი 2014 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
2010 წლის ინტერზე არ გეუბნები ......2011 წელს როცა შალკემ გამოაგდო შემდეგ..ინტერის ფანი ვარ და ალბატ ცოტა უკეთ ვიცი ...:))) კაროჩე პრანდელის წაგება ეგ უიგბლობა იყო ..2 კაცი დაემტვრა და 54 წუთიდან 10 კაცით დარჩა....კი ტაქტიკოსი კარგია მაგრამ მანჩესტერს უფფრო შემტევი სტილი უნდა ვიდრე ეს ათამაშებს
0
№9
ავტორი: RedGirl
21 მაი 2014 19:48
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მთელი წითელი სამყარო შენს გვერდითაა და იმედი გვაქვს იმედებს არ გაგვიცრუებ ^_^ მიდი კაი ტრანსფერებით დაიწყე ჩვენი გახარება ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top