თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 15:36
ავტორი: washington,
ნანახია: 2195,
კომენტარები: 9
ვან პერსი: "მარაკანაზე თამაში, ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება" !!!
გასული წელიწადი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელის, 30 წლის რობინ ვან პერსისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. აუხდა თავისი ოცნება და მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა. "ეპლის" ბომბარდირთთა სათავეში მეორედ ზედიზედ პირველი ადგილი დაიკავა, რაც ბევრი მოთამაშისთვის "შესაშურებელია". ქვემოთ შემოგთავაზებთ ინტერვიუს, სადაც "ტელეგრაფის" ჟურნალისტი ვან პერსის გაესაუბრა, ინტერვიუ საინტერესო გამოდგა...
ვან პერსი:
გასული წელიწადი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელის, 30 წლის რობინ ვან პერსისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. აუხდა თავისი ოცნება და მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა. "ეპლის" ბომბარდირთთა სათავეში მეორედ ზედიზედ პირველი ადგილი დაიკავა, რაც ბევრი მოთამაშისთვის "შესაშურებელია". ქვემოთ შემოგთავაზებთ ინტერვიუს, სადაც "ტელეგრაფის" ჟურნალისტი ვან პერსის გაესაუბრა, ინტერვიუ საინტერესო გამოდგა...

- გასულ წესლ აიხდინეთ თქვენი ოცნება პრემიერ ლიგის ტიტულის სახით. გახდით ბომბარდირი, ნუთუ მართლა ასეთ მაგარ ფორმაში იყავით, თუ "ფორტუნაც" თქვენს მხარეს იყო"?

- "იმდენად მინდოდა, პრემიერ ლიგის ოქროს მედლის მოპოვება, რომ თითქმის ყოველ ვარჯიშის შემდეგ მოედანზე ვრჩებოდი და ცალკე ინდივიდუალურად ვარჯიშობდი. თუმცა ხომ გაგიგიათ, იღბალი ძლიერთა მხარესააო და ჩემს შემთხვევაში, რაღაც მომენტებში ასე ხდებოდა. როგორც ჩანს გამუდმებულმა და თავდადებულმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, თუმცა ტრავმები, როგორც ადრე ახლაც ხელს მიშლის".

- "არსენალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" რა მოგცათ ისეთი, რითაც რობინ ვან პერსი ჰოლანდიის ნაკრების რაღაც განსაკუთრებულს შემატებს?

- "ორიგინალური კითხვის დასმას ცდილობდით, თუმცა არ გამოგივიდათ. 30 წლისას ფეხბურთში თითქმის ყველაფერი ნანახი და განცდილი მაქვს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შემიძლია რჩევა მივცე და დავეხმარო და ამავდროულად მათი უფროსი მეგობარი ვიყო".

- ახლა სიმდიდრე არ გაკლიათ. შეგიძლია მოკლედ გადმოგვცეთ რა გრძნობაა ეს?

- "სიმდიდრეზე რა გითხრათ... ამაზე უბრალოდ არც ვფიქრობ, თუმცა განცდა იმისა, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე და რაღაცას წარმოადგენ, მუდმივად თან დაგდევს და უფალს მადლობას სწირავ. ჩემი ბევრი თანატოლი გზას ასცდა, თან ისეთი, რომ იტყოდი ამისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. ნარკომანიამ და რაც ყველაზე საშინელებაა კრიმინალურმა ცხოვრებამ შეიწირა და რომ არა ფეხბურთი ალბათ მეც იმ ბიჭების ბედს გავიზიარებდი. აი ამაზე და იმ ბიჭებზე კი ჩემს წარმატებულ კარიერაზე ხშირად ვფიქრობ და თვალებიდან ცრემლს ვერ ვიკავებ".

- თქვენი კარიერიდან, რომელ გოლს გამოარჩევდით საუკეთესოდ, როგორც "არსენალიდან" ასევე "იუნაიტედიდან"

- "ყველაზე ლამაზ გოლს "არსენალის" მაისურით "ჩარლტონის" წინააღმდეგ გამიტანია, ხოლო "მანჩესტერის" მაისურით "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, როდესაც უეინ რუნიმ დიდებული პასი გამიკეთა მოედნის ცენტრიდან".





- რომელი ხუმრობის გახსენება გახალისებთ ყველაზე მეტად?

- (იცინის) ასეთი ბევრია, თუმცა ერთ ისეთ სახალისო მომენტს გეტყვით, რომელიც არცერთ გაზეთს არ დაუბეჭდავს. ტიერი ანრი მართლაც ძვირფას კოსტუმში იყო "გამოწკეპილი", როდესაც მე ყინულივით ცივი წყალი გადავავლე თავზე... მართალია ძალიან მეჩხუბა, მაგრამ მაპატია, ისე კი მაგარი სანახაობა იყო. ფრანგს დიდ პატივს ვცემ და მეამაყება მის მხარდამხარ, რომ მომიწია თამაში".


- მოდი ნაკრებზე გადავიდეთ, რა მიზანს ისახავთ ჰოლანდიელები ბრაზილიის მუნდიალზე?

- "არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ცუდთან ერთად კარგი წინათგრზნობა მაქვს. ცუდი იმით გამოიხატება, რომ "მარაკანაზე" თამაში ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. ისეთ ვიდეოები მაქვს ნანახი ბრაზილიაში გადაღებული, რომელიც "პირ-ღიას" მტოვებდა. მაგალითს მოგიყვანთ, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩს ვუყურებდი კომპიუტერის მეშვეობით, როდესაც გოლის შემდეგ სიხარულისგან ასობით ხალხმა ჰაერში იარაღის სროლა დაიწყო. ბრაზილიელები ძალიან ხმაურიანი გულშემატკივრები არიან, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ "მარაკანაზე" თამაში ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. კარგი წინაგრძნობა იმიტომ მაქვს, რომ როგორც მე ასევე თანაგუნდელებს გვჯერა, რომ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ".


წყარო: telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ვიდეოები
9 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
20 მაი 2014 15:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოველთვის საინტერესო ინტერვიუები გამოსდის ტელეგრაფს.. winked

ჩალრტონთან და ასტონ ვილასთან გოლები მართლა სასწაულია. 3d_5

იმედია ჯანმრთელი ჩამოხვალ მუნდიალიდან...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Manchester_M
20 მაი 2014 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცოტა ასაკშია თორე ძან მაგარი ფორვარდია :X
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 16:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართლაც ბევრი აქვს ამ კაცს გაკეთებული და ცოდო იყო ჯერარდივით უმედლოდ რომ დარჩენილიყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: chudikone
20 მაი 2014 17:01
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი ვინმეა, მაგრამ მე რო არსენალის ფანი ვიყო შემძულდებოდა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: washington
20 მაი 2014 17:11
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: chudikone
ძალიან მაგარი ვინმეა, მაგრამ მე რო არსენალის ფანი ვიყო შემძულდებოდა..

რა ექნა ამ კაცს? 8 წლის განმავლობაში ვერცერთხელ ვერ მოიგო არსენალში ინგლისის პრემიერ ლიგა. ინგლისში თამაშზე გიჟდება, თორე უფრო სარფიანი წინადადება იუვედან ქონდა..მაგრამ იუნაიტედი არჩია, პირველივე წელს თავის საოცნებო ტიტული მოიპოვა და ისე უხაროდა საწყალს ერთი კვირა მედალი პირიდან არ გადაუგდია lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Macklemore
20 მაი 2014 17:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
chudikone,
მეც შემძულდებოდა. ვერ გაამტყუნებ არსენალის ფანებს. ფიგუზე ნაკლები არუქნია ამას, უბრალოდ მანჩესტერსა და არსენალს შორის იმდენად დაძაბული ურთიერთობა არაა როგორიც ბარსასა და რეალს შორის.
0
№7
ავტორი: kOsTiA
20 მაი 2014 19:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მარაკანა არა ტარაკანა.
0
№8
ავტორი: Lomsa099
20 მაი 2014 20:03
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
რუნის პასი და ამის დედაფაქა გოლი არასდროს დამავიწყდება <3 იმედია მსოფლიოზეც გაიტანენ ასეთ გოლებს თავიანთი ნაკრებებისთვის <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№9
ავტორი: red devil
20 მაი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყველაზე მეტი შანსი სწორედ ჰოლანდიას აქ და პერსის მანჩესტერლებიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top