ჰოლანდიელი საფეხბურთო ექსპერტის მარსელ ვან დერ კრაანის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის ფავორიტი ცენტრალური მცველი მატს ჰუმალესია.ის თვლის,რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ყველაფერს გააკეთებს მის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსაყვანად.
"ვან გაალს ჰყავს გამორჩეული ცენტრალური მცველი,რომლის ახალ კლუბში მიყვანას ყველანაირად შეეცდება და ეს მატს ჰუმელსია.ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰუმელსი ძალიან გაძლიერდა როგორც ფეხბურთელი და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ,რომ ლუი ბოლომდე იბრძოლებს მისთვის." - განაცხადა ჰოლანდიელმა ექსპერტმა.
"ვან გაალს ძალიან მოსწონს ისეთი ცენტრალური მცველები,რომლებსაც აქვთ უნარი შეტევის დაწყებისა.ჰუმელსს კი ეს შესანიშნავად გამოსდის.ასევე გერმანელს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს იმისთვის,რომ პრემიერ ლიგაში ითამაშოს."- დაასრულა მარსელმა.