თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2014, 20:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1713,
კომენტარები: 8
გიგზის ღია წერილი
რაიან გიგზის ამაღელვებელი წერილი
გიგზის ღია წერილი
"დღეს დიდებული დღეა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ლუის ვან გაალი შესანიშნავი კანდიდატურაა. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ძალიან მოხარული და აღფრთოვანებული ვარ მისი დონის მწრთვნელთან ერთად მუშაობის გამო. მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი მალე მიაღწევს წარმატებას და დაიბრუნებს თავის ადგილს.

მე ასევე მინდა, რომ ეს წერილი გამოვიყენო იმისთვის, რომ ვთქვა, მე მივდივარ პროფესიონალური ფეხბურთიდან და ახალ ცხოვრებას ვიწყებ, მე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის ასისტენტი ვიქნები, ეს ჩემთვის საოცრად საამაყოა. ჩემთვის ასევე დიდი პატივი და ბედნიერებაა ის, რომ ამ დიდებული კლუბისთვის 963 თამაში ჩავატარე, ხოლო უელსთან ერთად 64. ჩემი ოცნება იყო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაში. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე ძალიან მოწყენილიც, რადგან ვიცი, მე აღარსდროს მექნება უფლება, რომ "იუნაიტედის" ფორმა ჩავიცვა როგორც ფეხბურთელმა და "ოლდ ტრაფორდზე" ფეხბურთელის რანგში დავდგა ფეხი. მე აღმოვჩნდი იმდენად იღბლიანი, რომ ავიხდინე ჩემი ოცნება, ვითამაშე მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად და ვიმუშავე საოცარ მენეჯერთან, სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად. ასევე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, რომ მე ვითამაშე ყველაზე საუკეთესო, ყველაზე დიდებული ფანებისთვის ფეხბურთის ისტორიაში. მე ყოველთვის ვგრძნობდი და ვაფასებდი თქვენს გვერდში დგომას.

მადლობის გარეშე ვერ დავტოვებ შტაბს და ხელმძღვანელობას, რომლის გარეშეც მე ამ ყველაფერს ვერასდროს განვიცდიდი. მე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი, მე არ ვიქნებოდი ის რაც ვარ, რომ არა თქვენ და თქვენს მიერ შექმნილი საოცარი გარემო, რომელიც უბრალოდ ფეხბურთელს მშვიდად ვერ დატოვებდა და ბრძოლის სურვილს გაუღვიძებდა. მე ვერ მოვიგებდი 34 ტიტულს თქვენს გარეშე. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებსა და ოჯახს მათი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.

ჩემთვის დღევანდელი დღე არის ჩემი ცხოვრების ახალი თავი, რომლებიც დატვირთულია ემოციებით – დიდებული სიამაყეს, მოწყენილობას, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად აღელვებულობას ვგრძნობ ახალი მოვალეობის აღსრულების წინ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედის" ფანების დამეხმარებიან და აიტაცებენ ჩემს პოზიტიურ განწყობას, დაიჯერებენ იმას, რომ ხელმძღვანელობა და მფლობელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დააბრუნონ ეს კლუბი იმ ადგილას, სადაც ის ეკუთვნის და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე ჩვენთან იქნებიან. კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მსოფლიოს საუკეთესო ფანებს ფეხბურთის ისტორიაში და მინდა ვუთხრა, რომ ჩემთვის თქვენთვის თამაში ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა, სიამაყე და ბედნიერება იყო, ასევე იყო მსოფლიოს საუკეთესო და უდიდესი კლუბისთვის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაში.

შემდეგ სეზონში შეგხვდებით,

რაიანი."


ManUtdBlog
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: David Berbatov
19 მაი 2014 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ამეტირა სიტყვებზე <3 smile ბებერო მიყვარხარ მაგრად !
0
№2
ავტორი: Roy Keane 16
19 მაი 2014 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
მაურინიო და გვარდიოლა ორივე ვან გაალის ასისტენტები იყვნენ და მისი გამოზრდილია ორივე...

ეხლა გიგზის დროა, თუ გიგზი ვან გაალის ხელში მოუს და პეპესნაირად ჩამოყალიბდება 20 წელი მაინც ახალი მესამე ერა დაიწყება იუნაიტედისთვის.
0
№3
ავტორი: AkkRed
19 მაი 2014 21:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
GIIGSY <3 მაგარი გამისწორდა რო ჩვენთან ერთად რჩება <3
0
№4
ავტორი: m-an-united
19 მაი 2014 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
<3 <3 <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№5
ავტორი: Best 7
19 მაი 2014 21:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gigzii legends car cocxali
0
№6
ავტორი: RedTeen
20 მაი 2014 09:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
საღოოლ გიგზ... <3 <3
0
№7
ავტორი: chudikone
20 მაი 2014 10:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გიგზ 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: red devil
20 მაი 2014 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგარი კაცია <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top