თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2014, 18:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1996,
კომენტარები: 9
კომენტარები "იუნაიტედის" ირგვლივ
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელია.
კომენტარები
მოგეხსენებათ სულ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში 3 წლიანი კონტრაქტით ლუი ვან გაალი ჩაუდგება. რა თქმა ასეთი ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენილა და მას რამდენიმე ცნობილმა პირმა, რომელიც "იუნაიტედში" მუშაობს გაუკეთა კომენტარი.

აღმასრულებელლი დირექტორი, ედ ვუდვორდი: "ლუი ვან გაალის სახით ჩვენ უზრუნველყოფილნი ვიქნებით თანამედროვეობის ერთ-ერთი საუცხოოო მწვრთნელის სამუშაოთი. მან თავის კარიერაში ბევრ რამეს მიაღწია და "ოლდ ტრაფორდი" მას საშუალებას აძლევს ახალი საშუალებით ახალი ფურცელი დაწეროს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში."

"ყველა მოხარულია კლუბის ისტორიის ამ ახალი ეტაპით. ევროპაში მისი მიღწევები და თასები ვან გაალს ჩვენთვის საუკეთესო არჩევნად აქცევს."

"ხალხი მას იცნობს როგორც მძიმე ხასიათის პატრონს, მაგრამ მე ასევე ძლიერ გაოცებული დავრჩი მისი ინტელექტით, საქმისადმი სერიოზული მიდგომითა და შრომისმოყვარეობით. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას."

"მოხარული ვარ, რომ ლუიმ თავის ასისტენტად რაიანი აირჩია. რაიანის კავშირი კლუბთან 2 ათწლეულს ითვლის და მისი ცოდნა ლუის წაადგება. გარდა ამისა, ეს რაიანისთვის იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა მსოფლიო კლასის მწვრთნელისგან ისწავლოს, რომლის შეტევითი ინსტინქტი და ახალგაზრდებისადმი რწმენა ზუსტად ესადაგება "მანჩესტერ იუნაიტედს".


"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მფლობელი, ჯოელ გლეიზერი: "მოხარული ვარ, რომ ლუი იქნება ჩვენი მომდევნო მწვრთნელი. მას მწვრთნელობის საოცარი გადმონაშთი აქვს, ისევე როგორც ადამიანობის, რომელიც თავის გუნდს ტიტულების მოგებისკენ უბიძგებს და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას დაამტკიცონ თავისი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ კლუბზე, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მფლობელი, ევი გლეიზერი: "ლუი არაჩვეულებრივ დროს შემოგვიერთდა და უკვე მიგვითითა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იაროს კლუბმა წინ. გამგეობა მის ხელშია და ყველა მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას."

ლუი ვან გაალის ასისტენტი, რაიან გიგზი: "აღფრთოვანებული ვარ, რომ შანსი მომეცა მწვრთნელის ასისტენტი ვიყო. ლუი ვან გაალი მსოფლიო კლასის მწვრთნელია და ვიცი, რომ ბევრს ვისწავლი მწვრთნელობის შესახებ მასთან ასეთი სიახლოვის შედეგად. "მანჩესტერ იუნაიტედს" უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს ჩვენი ურთიერთობა ასეთი გზით გავაგრძელო"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი: "ყოველთვის მსურდა პრემიერ-ლიგაში მუშაობა. "მანჩესტერ იუნაიტედის", მსოფლიოს უდიდესი კლუბის გაწვრთნა ჩემთვის დიდად საამაყოა. "ოლდ ტრაფორდზე" ადრეც ვყოფილვარ მწვრთნელის რანგში და ვიცი რა დიდებული არენაც არის "ოლდ ტრაფორდი", როგორი მგრძნობიარე და მცოდნე გულშემატკივრები არიან აქ. ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს, მეც ასევე დიდი ამბიციები მაქვს. დარწმუნებული ვარ ერთად ისტორიას შევქმნით"

manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: m-an-united
19 მაი 2014 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
რაიააან აბა შენ იცი, მერე შენ უნდა იყო მანჩესტერის მწვრთნელი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№2
ავტორი: UTD-Rule
19 მაი 2014 18:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არჩევანი რომელშიც ეჭვი არ მეპარება რო გაამართლებს! winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Manchester_M
19 მაი 2014 18:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ტრაანსფერებზე დატრიალდნენ ახლა ჯობია ყველაფერს თორე მომავალ სეზონიშიც ვერ ვუყურებ იანგის და დაცვის საცოდავებას :)))
0
№4
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2014 18:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
როგორც გლეიზერმა თქვა უკვე მიგვითითაო და ვნახოთ, იქნება რამე გაჩარხონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Esi
19 მაი 2014 19:07
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდი ლუის!!!
0
№6
ავტორი: red devil
19 მაი 2014 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაია რაიანი რო დაიტოვა თანაშემწედ
0
№7
ავტორი: Macklemore
19 მაი 2014 20:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაროჩე ამ კაცის ბოლომდე მჯერა მთლად რო მაკედა დააყენოს ძირითადში. ბოლომდე ვენდობი და იმედია არ გამიცრუებს იმედებს!
0
№8
ავტორი: love united
19 მაი 2014 20:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარია! შემდეგ სეზონში იმედია ჩემპიონობაზე გავიქაჩებით
0
№9
ავტორი: RedGirl
19 მაი 2014 20:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Welcome To Manchester <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top