"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გამორიცხა არიენ რობენის წასვლა თავისი კლუბიდან.
ბრიტანულ პრესაში ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას რამდენიმე დავალება ჩამოუთვალა, რომელთაგან ერთ-ერთი არიენ რობენის გადაბირება გახლავთ.
"ბაიერნის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ რობენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლუბის ცხოვრებაში და მომავალშიც ასე იქნება: "არიენი - მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. მიმდიანრე სეზონში ის და მარიო მანჯუკიჩი ჩვენი გუნდის მთავარ ფიგურებად იქცნენ. მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდში ასეთი ფეხბურთელია და სიამოვნებას ვიღებ მასთან ერთად მუშაობით"