მაილი საირუსმა გემოვნება შეიცვალა და იგი ახლა "იუნაიტედს" უჭერს მხარს.
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" არც თუ სახარბიელო სეზონი ჰქონდა, ახალი ცნობილი გულშემატკივარი მაინც გამოუჩნდა.
Twerking-ის პროფესიონალმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ტურნეზე იმყოფება, მსოფლიოს უჩვენა თუ რომელი გუნდის გულშემატკივარია ახლა იგი. ეს ალბათ მისი ყველაზე უწყინარი ტურნეა, რომელზეც კი ოდესმე ყოფილა.
The Wrecking Ball-ის ავტორი ბირმინგჰემში შეამჩნიეს მას მერე, რაც მანჩესტერი მოინახულა, სადაც ღიად გამოხატა "იუნაიტედისადმი" სიყვარული.
მაილიმ გადაწყვიტა რომ სწორედ "წითელ ეშმაკებს" უქომაგოს, იმის მიუხედავად, რომ 6 დღის წინ ამ ქალაქში "ცისფერმა" მანჩესტერელებმა აწიეს თასი. ფოტოები გადაღებულია მაშინ, როდესაც მან ავტობუსი დატოვა. მაილის უახლესი ფორმა აცვია, ზემოდან დიდი კურტკა და შავი ელასტიკები.
მაილიმ აგრეთვე დრო გამონახა იმისთვის, რომ თავისი ცნობილი ენა გამოეყო გულშემატკივრებისთვის. სამწუხაროდ, სანამ ის ბრიტანეთში მოგზაურობს, ამასთანავე განიცდის საკუთარი ძაღლის "ფლიოიდის" გარდაცვალებას... მომღერამლმა Twitter-ზე ემოციური მესიჯი განათავსა, სადაც საკუთარი თავი ძაღლის "დედიკოდ" გამოაცხადა და განაცხადა, რომ ის მთელი დღის განმავლობაში საწოლში ტიროდა და თავს ახლაც დამნაშავედ გრძნობს.
წყარო:
Mirror