"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ფილ ჯონსი თითქმის მთლიანად გამოჯანმრთელდა და უკვე ნაკრების განკარგულებაშია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-ლიგის მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" "ჰალის" წინააღმდეგ გამართა, ჯონსმა მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც საფრთხის წინაშე დადგა მისი მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე.
თუმცა როგორ ჩანს, ფილი თავის ადგილს შეინარჩუნებს. როგორც გამოცემა The Guardian იტყობინება, ჯონსი უკვე არის მწყობრში და ორშაბათს იგი პორტუგალიაში გაემგზავრება.
როი ჰოჯსონის ქვეშევრდომები პორტუგალიაში 5 დღეს გაატარებენ შემდეგ კი სახლში დაბრუნდებიან, რათა პერუს ნაკრების წინააღმდეგ 30 მაისს ამხანაგური შეხვედრა გამართონ.