"ვფიქრობ, რომ უეინთან მიმართებაში ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს. ის ძალიან მონდომებულია და გამარჯვება წყურია. თუ შევადარებთ მის ახლანდელ მდგომარეობას 2012 წლის მდგომარეობას, უეინმა ორი მატჩი გამოტოვა ტურნირის დასაწყისში და ამის შემდეგ ვერა და ვერ აღიდგინა სათამასო ფორმა. ამ ტურნირს კი ის იდეალურ მდგომარეობაში ხვდება."
"მე რომ უეინ რუნის ადგილზე ვყოფილიყავი, თავს შესანიშნავად ვიგრძნობდი, რადგან მის გარშემო არიან შესანიშნავი ფეხბურთელები და ასევე წელს რუნიზე ზეწოლა ნაკლებადაა, ვიდრე ეს ადრე იყო. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რუნი ყველაფერს გააკეთებს ამ ჩემპიონატზე, რისი გაკეთებაც შეუძლია."