"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, როი კინი თვლის, რომ სულაც არაა აუცილებელი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა "კლასს 92"-ი სრულად შეინარჩუნოს.
"არ ვფიქრობ, რომ "კლასს 92"-ის შენარჩუნება სამწვრთნელო შტაბში პირველ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს რომ წარმატების გარანტია იყოს, მაშინ კი. მაგრამ ეს ხომ არ არის წარმატების გარანტია, ამიტომაც არ ღირს ამ საუბრებზე აყოლა. კარგია, რომ კლუბში რჩებიან ადამიანები, რომელთაც მასთან დიდი კავშირი აქვთ. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის პოსტებზე დანიშნო ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რამდენიმე წელი ერთად გამოიარეს, არასწორად მიმაჩნია."
"როცა დევიდ მოიესი მოვიდა კლუბში, მან მოიყვანა ფილ ნევილი, რასაც ყველა აღფრთოვანებით შეხვდა. მაინტერესებს რა მოიტანა ფილ ნევილმა თავისი მოსვლით? და რატომ არ გაჰყვა ფილი დევიდ მოიესს, როცა ის გააგდეს? ჯობია ეს კითხვები მას დაუსვათ" - განაცხადა კინმა.