"თუ თქვენ შემეკითხებით რამეს ინგლისის ეროვნულ ნაკრებზე, გეტყვით, რომ მათ ძალიან კარგი შანსი აქვთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და ამიტომ გასაკვირი არაა, თუ ისინი რამე სიურპრიზს შემოგვთავაზებენ. მე ვერ გეტყვით, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ მსოფლიო ჩემპიონატს, მაგრამ გეტყვით, რომ მათ ამის შანსი ნამდვილად აქვთ."
"თუ თქვენ სხვადასხვა ნაკრებების განაცხადებს შეხედავთ და ნახავთ ფეხბურთელების სახელებს, მიხვდებით, რომ კონკურენცია საკმაოდ დიდი იქნება. ვფიქრობ, რომ ესპანეთი ბოლო წლების განმვალობაში ასეთ ტურნირებზე ფავორიტად ითვლება. ამიტომ, ამ წელს ისინი ყველაზე რეალური კანდიდატები არიან გამარჯვების. დავამატებ იმასაც, რომ პროგნოზების გაკეთებაში არც ისე ძლიერი ვარ. შესაძლოა, გუნდები, რომლებისგანაც ნაკლებ ხიფათს მოელის ყველა, სიურპრიზები შემოგვთავაზონ."