თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2014, 10:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1895,
კომენტარები: 10
ჩიჩარიტოს ვრცელი ინტერვიუ
ხავერ ერნანდესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ჩიჩარიტოს ვრცელი ინტერვიუ
"იუნაიტედისთვის" ყველაზე წარუმატებელ სეზონში, რომელიც კი ამ გუნდს ჩაუტარებია 1989/1990 წლების შემდეგ, ჩიჩარიტო მხოლოდ ექვს მატჩში მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. მიმდინარეობს საუბრები, რომ ჩიჩარიტო მილანის ინტერში გადავა, მას ჯერ კიდევ კონტრაქტის ორი წელი აკავშირებტ ოლდ ტრაფორდთან. ყველა ჩემპიონატზე, ჩიჩარიტომ 9 გოლის გატანა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა. მან აგრეთვე აღიარა, რომ იმედი ჰქონდა უფრო მეტ მატჩში მონაწილეობას.

"ამ სეზონში მე ვერ დავეხმარე ჩემ გუნდს, რადგან სათამაშო დრო არ მქონდა. ამიტომ რთული იყო ყურება იმისა, თუ როგორ აგებდნენ ჩემი თანაგუნდელები მატჩებს." აცხადებს ჩიჩარიტო Mediotiempo-სთან ინტერიუში. "მსოფლიოს ყველა ფეხბურთელს სურს რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივი რამაა. ჩვენ თამაში გვინდა, მაგრამ ვიაზრებთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში 11 ადამიანი ხვდება, სათადარიგოზე კი შვიდი. ეს თამაშის ნაწილია. ცხოვრებაში შენ გჭირდება თავდაჯერებულობა და შანსები. თუ ეს შანსები არ გამოჩნდა, ძნელია. თუმცა მე არასოდეს ვარიდებ თავს სირთულეებს."

"ძალიან რთული სეზონი გამოდგა ჩვენთვის. გუნდმა არ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა, თუმცა ეს ყველაფერი მალე უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ. მომდევნო სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის." მექსიკელი ფორვარდი გუნდს 2010 წელს შეუერთდა და მადლობელია კლუბისა, რადგან მას საშუალება მიეცა უფრო მაღალ დონეზე გამოეცადა საკუთარი თავი. "მე ცხრა გოლი გავიტანე 12 შეხვედრიდან, რომელშიც პირველივე წუთებიდანვე ვიღებდი მომაწილეობას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ მქონდა იმდენი სათამაშო დრო, რამდენსაც წინა სეზონებში ვიღებდი. მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ რომ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. მე მოვახაერხე სრულიად ადაპტირება ამ ლიგაზე და ეს არის ყველაზე სასიხარულო რამ რაც წინა სეზონისგან მივიღე." დაასრულა ერნანდესმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
18 მაი 2014 11:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძAლიან მიყვარს და ვაფასებ ამ ფეხბურთელს და მაგიტომ მინდა, რომ წავიდეს იუნაიტედიდან..
0
№2
ავტორი: UTD-Rule
18 მაი 2014 11:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძალიან მაგარი პიროვნებაა,რომელსაც სულით და ხორცით უყვარს მანჩესტერი და სწორად ამიტომ არის დასაფასებელი... ვნახოთ ვან გაალის რას დაუპირებს.. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Goginashvili777
18 მაი 2014 11:14
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ამ ბიჭუნას ესმის რომ რუნი და პერსის დონემდე რო ვერ დგას დაა საუკეთესო 11 ში ვერ ხვდება მათ გამო
დასაფასებელია ეს ადამიანი არ უნდა დავივიწყოთ მისი გოლები და არ უნდა გავუშვათ ეს კაცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Manchester_M
18 მაი 2014 12:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი კაცია ჩიჩა მაგრამ უნდა გაუშვან ესეც ფეხბურთელია და უნდა ძირითადში დაიწყოს თამაში და ამის შანსი მანჩესტერში მას არ მიეცემა :X
0
№5
ავტორი: nikusha1999
18 მაი 2014 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
თუ 15 მილიონს მაინც გადაიხდის ვინმე გაუშვან
0
№6
ავტორი: Macklemore
18 მაი 2014 12:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Magari kacia, mara rooney, persie, welbecki da ager wilsonic gamochnda. Mgoni ajobebs wavides
0
№7
ავტორი: GeorgeBest
18 მაი 2014 15:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ ვან გაალის მოსვლის მერე რა მოხდება. მე არ მინდა ამ კაცის წასვლა მაგრამ
0
№8
ავტორი: kOsTiA
18 მაი 2014 15:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ამ კაცის დახმარებით ბევრი ქომბექი მახსოვს... love
0
№9
ავტორი: RedTeen
18 მაი 2014 23:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ამის წასვლას ნამდვილად ვერ გადავიტან.. :(((
0
№10
ავტორი: red devil
19 მაი 2014 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა წავიდეს ეს ადამიანი თავისთვისე იქნება კარგი. შენ ყოველთვის დაგაფასებენ მანჩესტერში ჩიჩა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top