თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2014, 13:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2530,
კომენტარები: 17
არაევროპული წელი
ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი სეზონის განხილვა.
არაევროპული წელი
ახლა, როცა რწმენის საკითხი გვერდით გადაიდო, უკვე შეიძლება რეალურად საუბარი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. მოდით ვნახოთ, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი.

დაბრუნების სირთულე


ლეგენდის თანამხად, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შემდეგ, იქ დაბრუნება პირველსავე ცდაზე - რთული დავალებაა. თუმცა არავითარი პირდაპირი კავშირი მას ევროპას არ აქვს შიდა ჩემპიონატთან. პირიქით, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილ ფეხბურთელთა დატვირთვა უფრო ნაკლებია, კონცენტრაცია კი უფრო მაღალი. გადახედეთ "ლივერპულის" რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელის სიტყვებს და ნახავთ, რომ ისინიც ამას ამბობდნენ.

ფეხბურთელთა შეძენის სირთულე


ითვლება, რომ ყველა ფეხბურთელის ძირითად ოცნებას ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიური თამაში წარმოადგენს, ხოლო კლუბს, რომელსაც არ შეუძლია ტოპ-კლასის ფეხბურთელს ეს შესაძლებლობა შესთავაზოს, გაუჭირდება მისი შესყიდვა. მიუხედავად ამისა მატამ და რუნიმ მაინც მოაწერეს ხელი კონტრაქტს, თანაც სრულად ესმოდათ, რომ მომდევნო წელს ისინი ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა არც კი იყვნენ.

სიმართლე გითხრათ მსგავსი რამ ხშირად გაიჟღერებს სწორედ მაშინ, როცა ფეხბურთელს ან კლუბის დატოვება სურს, ან კიდევ უფრო მარალანაზღაურებადი ხელფასი. ძალიან მოსახერხებელი ხრიკია. გულშემატკივრები ამ ფორმულირებას ფეხბურთელის ამბიციას მიაწერენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მყოფი გუნდის მფოლებელები კი კარგი ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობად თვლიან.

10 ფეხბურთელი, რომელმაც უარი თქვა ჩემპიონთა ლიგაზე


10 ადგილი: ედინ ჯეკო - ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა იარი თქვა ჩემპიონთა ლიგაზე და "მანჩესტერ სიტის" მიაშურა.

9 ადგილი: უგო ლორისი - იმის მიუხედავად, რომ მას ესმოდა "ტოტენჰემი" არ იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდი, მას ხელი არ შეშლია "დეზების" არჩევაში და საეჭვოა, რომ ეს ცუდ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს.

8-5 ადგილი: იაია ტურე, დავიდ სილვა, რობინიო, კარლოს ტევესი - თითოეულმა მათგანმა იცოდა თუ რა არის ტოპ კლუბი, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, მაგრამ ყველამ ცივსისხლიანი გადაწყვეტილება მიიღო "მანჩესტერ სიტის" სასარგებლოდ"

4 ადგილი: ლუის სუარესი - მან უარი თქვა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე "ლივერპულის" გამო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თავისი ოცნება გაახსენდა და ამოიოხრა. გაუმჯობესებული კონტრაქტი გამოფხიზლებაში დაეხმარა და თავისი ოცნება სხვა კლუბის დახმარებითაც აიხდინა.

3 ადგილი: სამუელ ეტო'ო - საპატიო ტიტულის სამგზის მფლობელს იმდენად მოეწყინა იგი, რომ გადაწყვიტა პირდაპირ "ანჟიში" გადასულიყო. ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელი, რომელიც ამ სამუშაოში თავის ჭეშმარიტ მიზანს არ მალავს.

2 ადგილი: რადამელ ფალკაო - ევროპის ლიგის გამარჯვებულის, "პორტუს" მთავარი დამრტყმელი ძალა "ატლეტიკოში" გადავიდა.

1 ადგილი: რადამელ ფალკაო - ევროპის ლიგის გამარჯვებულის, "ატლეტიკოს" მთავარი დამრტყმელი ძალა "მონაკოში" გადავიდა. ეტყობა მას სულაც არ იზიდავს ჩემპიონთა ლიგა.

ფინანსური დანაკარგი


ინგლისური ტაბლოიდების მონაცემებით, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო კლუბმა 50 მლნ. ფუნტი დაკარგა. თუმცა მათი ნაწილის აღმოფხვრა აშშ-სა და აზიის კლუბებთან ამხანაგური მატჩებით შეგვიძლია. ამას დაემატება ახალი კონტრაქტი ჩვენს სატიტულო სპონსორთან, General Motors-თან, რომელიც 30 მლნ. ფუნტით უფრო ძვირია, ვიდრე წინა. ასე, რომ უკვე ის, რაც ზედაპირზე დევს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ: "ერთ წელს ჩემპიონთა ლიგის გარეშეც გავძლებთ ფინანსური თვალსაზრისით". თუმცა ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის 50 მლნ. ფუნტი, რომელიც დავკარგეთ და რომელსაც ახალი, ტოპ-კლასის ფეხბურთელში გამოვიყენებდით.

კლუბის მასშტაბი


გიცდიათ ოდესმე მისი სერიოზულად შეფასება? ვან პერსიმ და მატამ მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერეს, რაც მისი ნაწილი გახდნენ. გადახედეთ გულშემატკივართა მრავალმილიონიან არმიას, მათ ვერ დაითვლი. ლეგენდებს, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ კლუბში. დიდ სასპონსორო კონტრაქტებს, რომლებიც გაფორმებულია და კიდევ გაფორმდება. გაითავისეთ ეს დიდებულება და შეიჭერით მასში კიდევ ერთხელ. ნუ იღელვებთ მომავალ სეზონზე. ის ძალიან შინაურული იქნება, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" მას სახლში ჩაატარებს.

დასკვნა


როცა "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბრობ, შეუძლებელია გული არ აგენთოს. როცა გული გენთება, მაშინ ოპტიმისტიც ხდები. მეც, როგორც ოპტიმისტს და როგორც "მანჩესტერ იუნაიტედზე" შეყვარებულ ადამიანს, მჯერა, რომ ერთი წელი იქნება მხოლოდ ერთი წელი და მსგავსი არაევროპული სეზონი აღარ გვექნება. მე მჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას და ამას ახალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დახმარებით გააკეთებს.

თუ კი უამრავ ფეხბურთელს უთქვამს უარი ჩემპიონთა ლიგაზე რომელიმე გუნდის სასარგებლოდ, რატომ არ შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდაც იგივე გააკეთონ. ეს ხომ "ოლდ ტრაფორდია", ეს "ხომ "წითელი ეშმაკებია", ეს ხომ მსოფლიოს უდიდესი გრანდია, ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". მაშ მოვა ვინმე, ვინც წითელ მაისურს მოირგებს, ზურგზე საკუთარ გვარს დაიწერს და "მანჩესტერ იუნაიტედს" მწვერვალზე დააბრუნებს. იქ, სადაც მისი ადგილია. მაგრამ ჩვენთან და უკვე არსებულ "წითელ ეშმაკებთან" ერთად გააკეთებს.

ავტორი: გიორგი დუმბაძე
სიახლეები, სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
18 მაი 2014 09:06
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ყოჩაღ, ყოჩაღ მაგარი სტატიაა... ისე ფეხბურთელებს რაც შეეხება ყველა თუ არა 85 პროცენტი ისეთ კლუბში გადავიდა, რომელმაც მასში 2მაგად და 3მაგად ბევრი გადაიხადა და ხელფასიც ძალიან დიდი დაუნიშნა, ეს ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია :))
მაგრამ მეორე მომენტია, სიტის ძირითადი ბირთვი არ ჰქონდა და იუნაიტედს აქვს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: RojoDiablo
18 მაი 2014 09:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Berba 9,
ჰო მაგრამ სიტი სიტია და იუნაიტედი იუნაიტედი. მანჩესტერს თუ სურს, რომ ვინმე შეისყიდოს, მართალია, დიდი ხელფასი უნდა გადაიხადოს. ასე იქცეოდნენ სხვები და მაგიტომაც მიდიოდნენ, მაგრამ არ მინდოდა სტატიის მაგით დატვირთვა. იუნაიტედის ძირითადი ბირთვი კი არის, მაგრამ სადაც აკლია მაგ ვირთს იქ უნდა მოიყვანონ სწორედ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ლადო
18 მაი 2014 09:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღOლ გიო, !

რავი ჩემი აზრით წელს მართლაც რთული იქნება ტოპ-ფეხბურთელების დათრევა, მაგრამ უეჭველი მოვახერხებთ რამეს
0
№4
ავტორი: RedGirl
18 მაი 2014 10:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მართლა ძალიან მაგარია და საინტერესოა ! მეც მაგის იმედი მაქვს და მოუთმენლად ველი რამდენიმე მათგანს ოლდ ტრაფორდზე ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: UTD-Rule
18 მაი 2014 10:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ საინტერესო და შემაჯამებელი სტატია იყო... winked

აი ეხლა გამოჩნდება კლუბის ერთგული ფეხბურთელები.. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: RojoDiablo
18 მაი 2014 12:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
UTD-Rule,
მარიამი,
გაიხარეთ

ლადო,
შენ ჩემი კუმირი ხარ ამ საიტზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი ოცნებაა შენ სიახლეების რაოდენობაში გადაგასწრო :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Manchester_M
18 მაი 2014 12:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბრავო ავტორ !!! სიტყვები არ მყოფნის ძან მაგარი სტატიაა !!!
მოდი პირდაპირ ვთქვათ არ არის საჭირო ტოპ ფეხბურთელებით გყავდეს გუნდი გატენილი ამის მაგალითი არის ატლეტიკო მთავარია ფეხბურთლების საქმისადმი თავდადება და დაუღალავი შრომა.
0
№8
ავტორი: ელენე
18 მაი 2014 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ძალიან კარგი სტატიაა. ყოჩაღ, ავტორ!

იმედია შემდეგ წელს დავბრუნდებით ლიგაზე. :)
0
№9
ავტორი: Macklemore
18 მაი 2014 12:46
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Sagool gio! Dzalian magaria! Chemi azrit yvelaze metad fexburtelebis shedzenis sirtule gagvitrakebs, magram rogorc shen, mec mjera chemi gundis da momaval wels leagueze vitamashebt!
0
№10
ავტორი: RojoDiablo
18 მაი 2014 13:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
გაიხარე. ისე მაგაში მართალი ხარ, მთავარი მონდომებაა, თორემ მთაა შეძრავ კაცი, მაგრამ აქ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ რას წარმოადგენს წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე.
Ryan97,
Macklemore,
გაიხარეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top