16 ნოემბერს, როგორც უკვე ვიცით პოლ სქოულზი გახდა 38 წლის და მისი საფეხბურთო კარიერის დასასრულს 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. თუმცა, სანამ მის დასასრულზე ჩვენ ვსაუბრობთ, კერიკი და არა მარტო კერიკი, აქებს და ადიდებს პოლს. მოვიშველიებ მაიკლის სიტყვებს და ვიტყვი, რომ "იუნაიტედს" 38 წლის პოლი ყავს, რომელიც დღესაც 21-22 წლის ბიჭს მოგაგონებს. მისი მხნეობა, გამძლეობა, სიზუსტე, ენერგია და ა.შ
სქოულზი, რომელმაც 700ზე მეტი თამაში ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში, კერიკის აზრით გენიოსია. არა, იმიტომ, რომ მან უამრავი თამაში ჩაატარა, არამედ იმიტომ, რომ უმრავლესობა ამ თამაშებისა მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა. "ის გენიოსია" - იმეორებს კვლავ კერიკი, "მასთან თამაში ფანტასტიურია". "განსაკუთრებით ჩემთვის ბევრს ნიშნავს სქოულზის გამოცდილება და ის ყველაფერი რაც პოლმა იცის, რადგან ჩვენ ფაქტიურად ერთ პოზიციაზე გვიწევს თამაში და მე, რომ ვიცოდე იმის ნახევარი რაც პოლმა ნამდვილად გაცილებით უკეთესი ვიქნებოდი." განაცხადა კერიკმა. "თუმცა არის რაღაცეები, რასაც შენ უბრალოდ ვერ ისწავლი, ამის ახსნაც კი შეუძლებელია" - მაიკლი. კერიკი, რომელიც 2006 წლიდან გამოდის "იუნაიტედის" მაისურით, მალე 400ე მატჩს ჩაატარებს. 31 წლის ფეხბურთელმა საუბრის ბოლოს განაცხადა, "რომ მისთვის ყველანაირ ჯილდოზე და ფულზე მეტია, იყო ისეთი, როგორიც პოლია, როგორიც რაიანია და მრავალი სხვა, "მე მინდა მათ გზას მივყვე, თუმცა ეს წარმოუდგენლად ძნელია."
წყარო: SkySports.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.