სანაკრებო მიმოხილვა რუსულ პორტალზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერ საიტზე, გავრცელდა სტატია, რომელშიც ყურადღება მიპყრობილია ბოლო 10 წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრებში მოხვედრილ "მანჩესტერელებზე".
შეუძლებელია უარყო სანაკრებო ფეხბურთის მიმზიდველობა. ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატი მილიონობით მაყურებელს კრებს ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი პოპულარულობის მიზეზი? იგივეა, რაც ოლიმპიური თამაშების. ფეხბურთი, რომელიც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, საკლუბო დონეზე უპირველეს ყოვლისა გულშემატკივართა და ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღებას იპყრობს. როცა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, დაინტერესებულთა უსაზღვრო რაოდენობას ვაწყდებით. ყველაფერი კი იმიტომ, რომ ხალხს თანდათან უვითარდება პატრიოტიზმი. პატრიოტიზმის ყველაზე ხმაურიანი ფორმაა. ხალხს უყვარს დროშების ფრიალი, შეძახილების ყვირილი და ყველანაირი საშუალებით რომელიმე ბანაკისთვის მხარდაჭერის გამოხატვა. თუ კი კლუბი ძალიან ბევრია, ნაკრებებთან მიმართებაში ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ირჩევ შენი ქვეყნის ნაკრებს (ან ხანდახან ნაკრებს, რომლის სტილიც უფრო მეტად მოგწონს) - და წინ. ასეთი საფეხბურთო ნაციონალიზმის ძალა ისეთია, რომ აშშ-იც კი, სადაც ჩვენებური ფეხბურთი სულაც არ არის ფეხბურთი, ხალხი იწყებს დროშების ქნევას (რომელიც იქ ისედაც ყველას აქვს), სწავლობენ ისეთ გვარებს, როგორიცაა რონალდუ და ინიესტა და პირველად აკვირდებიან თავისი ქვეყნის ნაკრებს. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ფეხბურთს დასცნინიან და გაიძახიან ეს ფეხბურთი კი არა ბალეტია, ასეთი ტურნირებისადმი უდიდეს ინტერესს იჩენენ.
რაც შეეხება ინგლისს, აქ დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვათ სხვაგვარია. აქ ნაკრებს არასოდეს ივიწყებენ, მაგრამ აქ მას მეორე პლანზე გადასწევენ ხოლმე. თითოეული გულშემატკივრისთვის პირველ ადგილზე კლუბი დგას, აი შემდეგ კი შესაძლოა ნაკრებიც. 1996 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრები მხოლოდ იმედს თუ აცრუებს. დიახ, იყო დადებითიც, მაგრამ საერთო ჯამში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი პრესტიჟის მხარდაჭერა სულ უფრო ძნელდება. არც გულშემატკივრებს, არც უბრალო მაყურებლებს დიდი ხანია აღარ სჯერათ თავისი გუნდის წარმატების. ბევრი უყურებს, რადგან "საჭიროა", ჩვენ ხომ საფეხბურთო ერი ვართ? სამწუხაროდ მოგების პრეტენდენტებად ინგლისელები დიდი ხანია არ ითვლებიან. ჩვენში, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს შორის, ინგლისის ნაკრებისადმი ინტერესი ურყევი იყო, რაც კლუბისგანაა გამოწვეული. ბოლოს და ბოლოს ჩვენი გუნდი ყოველთვის აწვდიდა ნაკრებს თავის ნიჭიერ აღზრდილებსა თუ მოთამაშეებს.
როგორც ვიცით 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, დენი ველბეკი და უეინ რუნი გაემგზავრებიან. ჯერ კიდევ აქვს შანსი, თუმცა მცირედი მაიკლ კერიკსა და ტომ ქლევერლის.
ერთი შეხედვით საკმაოდ ცუდია. მეორე შეხედვითაც ალბათ ასეა. მაგრამ ყველაფერი განა ასე ცუდადაა? თუ რუნის მოხვედრაში არავის ეპარებოდა ეჭვი, სმოლინგი და ველბეკი ნამდვილად არ იყვნენ ფავორიტები. ეს უკანასკნელი ალბათ უფრო იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას, რადგან მაინც არსებობს მეორე ძლიერი შემტევის პრობლემა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დენის ალბათ გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა - წელს ზედმეტად კარგი იყო დანიელ სტარიჯი. რაც შეეხება სათადარიგო სიას, რომელშიც კერიკი და ქლევერლი მოხვდნენ, აქ უკვე ყველაფერი საკმაოდ ჩახლართულია. თუ კი კერიკმა არანაკლებ დაიმსახურა ნაკრებში გამოძახება ვიდრე ჯერარდმა ან ლამპარდმა, ქლევერლიმ საერთოდ უნდა დაივიწყოს ფიქრი საერთაშორისო ფეხბურთზე. ტომს ალბათ რაღაც ზებუნებრივი ძალა აქვს დარწმუნების, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მოხვედრისა და მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში (თუმცაღა არა ძირითადში) შეყვანის მიზეზს მე ვერ ვხსნი. თუმცა მას რომ აშკარად აქვს მოედანზე გაუჩინარების უნარი ეს ვიცით და ვინ იცის, იქნებ სხვა ნიჭსაც ფლობს.
ნაკრებში სულ 4 მანკუნიანელია და მხოლოდ ერთს თუ ექნება ძირითადზე პრეტენზია. მოდით გადახვედოთ რა მოხდა ორი წლის წინ, როცა ინგლისელები უკრაინისა და პოლონეთის მიწების დასაპყრობად გაემგზავრნენ.
2012 წელს ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულ იქნენ ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, უეინ რუნი და დენი ველბეკი. სულ 4 ადამიანი. 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. რუნიმ და ველბეკმა თითო გოლი გაიტანეს, დანარცენს კი თავი არ გამოუჩენია. ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად შეიძლება "ლივერპულის" კაპიტანი, სტივენ ჯერარდი დავასახელოთ, რომელმაც სამი საგოლე პასი მიითვალა.
ინგლისი 1-0 უკრაინა
მოდით კიდევ ორი წლით გადავახვიოთ უკან. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში...2 მანკუნიანელი. მიუხედავად სერ ალექსის გუნდის წარმატებისა, ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ორი ინგლისელი მოხვდა და ეს იმის ფონზე, რომ "იუნაიტედის" რიგებში 8 პრეტენდენტი გამოდიოდა (გარდა ჰარგრივსისა, ნევილისა და სკოულზისა). თუმცა მათთვისაც კი, ვინც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა ყველაფერი იდეალურად არ განვითარებულა: რუნის არც ერთი გოლი არ გაუტანია, მაიკლ კერიკს კი არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.
გერმანია 4-1 ინგლისი
2008 წლის ევროპის ჩემპიონატი ხალხის №1 მტრის, სტივ მაკლარენის ძალისხმევის შედეგად ინგლისის ნაკრებმა გამოტოვა, ამიტომაც ბევრი არაფერია სალაპარაკო.
სტივ მაკლარენი ხორვატიასთან 2-3 მარცხის შემდეგ
აი რაც შეეხება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ინგლისური ფეხბურთის ბევრ მოყვარულს იგი დაამახსოვრდა. მაშინ "ლომების" შემადგენლობაში სამი "ეშმაკი" გამოდიოდა: გარი ნევილი, რიო ფერდინანდი და უეინ რუნი. "ჩვენი" დევიდ ბექჰემი უკვე მადრიდის "რეალში" იყო გადასული, ხოლო ბრწყინვალე ოუენ ჰარგრივსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა "იუნაიტედი" მაისური მორგებული. მაიკლ კერიკი კი "დეზების" შემადგენლობაში იყო.
ვერც მაშინ მოახერხეს ჩვენებმა გოლის გატანა. ყველაზე მეტი გოლი ინგლისელთა რიგებში სტივენ ჯერარდმა შეაგდო - 2 ბურთი.
რუნი რონალდუ პროვოკაციაზე წამოეგო და მოედანი დატოვა
2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე "იუნაიტედის" 4 ფეხბურთელი გაემგზავრა: გარი ნევილი, პოლ სკოულზი, ფილ ნევილი და ნიკი ბატი. ინგლისის ნაკრები მეოთხეთფინალამდე გავიდა - უმეტესად ვუნდერკინდის, უეინ რუნის დახმარებით, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ მილოშ ბაროშმა გაიტანა, რომელიც გახდა კიდეც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. იმავე შედეგს მიაღწია რუუდ ვან ნისტელროიმ, რომელიც "იუნაიტედის" რიგებში გამოდიოდა, როგორსაც რუნიმ.
ბექჰემი "და ლუჟზე" პორტუგალიის წინააღმდეგ პენალტს აცილებს
როგორც ვხედავთ, 2014 წლის განაცხადში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში წინა წლების მსგავსად ჩვეულებრივი რაოდენობის ფეხბურთელებს მოხვდნენ, რაც გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" წარუმატებელ სეზონს. დიახ, შესაძლოა წელს გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდეთ ინგლისელებს ტიტულის მოგებისა, მაგრამ ჩვენ მაინც დავუჭერთ მათ მხარს და გვექნება უკეთესის იმედი.
რაც შეეხება წინა წლებს, თავად სიტუაცია ძლიერ არ განსხვავდება: 2002 წელს შემადგენლოვაში 4 მანკუნიანელი მოხვდა, 2000 და 1998 წლებშიც ასევე. მაგრამ ჯერ არასდროს მომხდარა, რომ ევროპის ჩემპიონატის, ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 4 მანჩესტერელზე მეტი მოხვედრილიყო.
რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, საამაყო ნამდვილად გვაქვს. 1872 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა 209 გოლი გაიტანეს - მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის წარმომადგენლებმა. გოლების გატანის მხრივ მეორე ადგილზე იმყოფება "ტოტენჰემის" წარმომადგენლობა, რომლებმაც 192 გოლი გაიტანეს. მთელი ისტორიის განმავლობაში კი ინგლისის ნაკრების მაისურით "იუნაიტედის" 54 ფეხბურთელს აქვს ნათამაშევი.
სტატიის ავტორი: RICHARD
სტატია თარგმნა: გიორგი დუმბაძე
redevils.ru