"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ლუი ვან გაალი სწორედ ის ადამიანი იქნება, რომელიც "ოლდ ტრაფორდს" ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს დაუბრუნებს. სეზონი საშინლად დავასრულეთ, არც ტიტულები, არც ევრო ტურნირები. მაგრამ ვან გაალს უდიდესი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ ამ ზეწოლას გაუმკლავდება. მან კარგად იცის, თუ როგორ იმუშაოს გუნდის ლიდერებთან და ახალგაზრდებთან. ჩვენ გასულ სეზონს აღარ უნდა მივუბრუნდეთ და ახლა იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ლუი "ოლდ ტრაფორდს" ისევ დაუბრუნებს სანახაობრივ ფეხბურთს."
"საზაფხული სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა რთული გამოდგეს "იუნაიტედისთვის", რადგან მათ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვთ. ყველა ტოპ-კლასის მოთამაშეს სურს ამ ჩემპიონატზე თამაში, ამიტომ თუ ჩვენი სატურნირო ცხრილის მდგომარეობიდან ვიმსჯელებთ, ეს გაჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა იმ ეხბურთელს გადმოვიბირებთ ვისი ყიდვაც ნამდვილად გვსურს. ყოველ შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერტ_ერთი უდიდესი კლუბია, რომელის სახელიც არსად წასულა!"