თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2014, 09:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2162,
კომენტარები: 9
"ეს საოცნებო წყვილი იქნება"
პეტერ შმეიხელის აზრით "იუნაიტედი" არჩევანში არ ცდება.
პეტერ შმეიხელის აზრით ლუი ვან გაალი და რაინა გიგზი საოცნებო დუეტი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".

ვან გაალი, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებს წვრთნის, მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესს შეცვლის, რომელმაც გასულ თვეში დატოვა კლუბი.

"იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, პეტერ შმეიხელი, რომელმაც კლუბში 1991-დან 1999 წლამდე 8 სეზონი ჩაატარა ფიქრობს, რომ ვან გაალს აქვს ის აუცილებელი გამოცდილება და ხასიათი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" სამართავადაა საჭირო.

მაგრამ იგი რჩევას აძლევს ჰოლანდიელს, რომ გვერდში ამოიყენოს ვიღაც ისეთი, ვინც კლუბის ტრადიციებს, ისტორიასა და კულტურას კარგად იცნობს - რაიან გიგზი კი ასეთი კანდიდატურისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

"როგორც ადამიანი, ვან გაალი იმაზე მეტ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ვიდრე საჭიროა. ვფიქრობ რაც ახლა "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება, ეს არის სუფთა დირექცია და ვან გაალთან ერთად, სადაც კი იმუშავა მან ყოველთვის იყო სუფთა დირექცია."

"ზოგიერთ ადგილზე, სადაც მან იმუშავა ვერაფერს მიაღწია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება მოხდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემთხვევაშიც. ჩვენ გარკვეული გზა გვაქვს იმის, თუ როგორ ვიყოთ "მანჩესტერ იუნაიტედი" და გარკვეული გზა იმის, თუ როგორ ვითამაშოთ".

"და ჩვენ ("იუნაიტედი" და ვან გაალი) არ ვართ ძალიან დაშორებული ერთმანეთისგან. კომბინაცია ძალიან კარგი გამოდგება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაც ისეთი გყავდეს, ვინც ზეგამოცდილია."

"მას გაუწვრთნია "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნი" და ის წვრთნის ჰოლანდიის ნაკრებს."

"მას ზუსტი გამოცდილება აქვს და მას კარგი ასაკი აქვს. მნიშვნელოვანია ისეთი გაწონასწორებული ადამიანის ყოლა, როგორიც იგია."
- აცხადებს პეტერ შმეიხელი.

გიგზი, რომელმაც მოიესის წასვლის შემდეგ გუნდი დროებით ჩაიბარა, შმეიხელის აზრით საუკეთესო კანდიდატურა იქნება ვან გაალის თანაშემწის პოსტზე.

"ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ამ კლუბის საძირკველი მისი ისტორია, მისი ტრადიცია გახლავთ. რაღაცის კეთების სხვადასხვა გზა არსებობს. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო კლუბი - ეს რაღაც უფრო მეტია, ეს ცხოვრების სტილია"

"ვან გაალი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ვფიქრობ იგი მალე გაართმევს თავს ამას. მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია ასეთი (გიგზის მსგავსი) კულტურის მცოდნე ასისტენტი ჰყავდეს გვერდით"

"შენ გაქვს კულტურა, ტრადიცია, რათა ეს ყველაფერი მწვრთნელს შეუწყო. ის რა თქმა უნდა თავისი იდეებით მოვა, მაგრამ ამ ორის ერთმანეთთან შერწყმა - დიდებული იქნება."

"ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი გვერდით ისეთი ადამიანის ყოლა, ვისაც კლუბის ესმის."
- დაამატა შმეიხელმა.

skysports
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 მაი 2014 09:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სააღოლ პეტერს. მართლაც სწორად იმსჯელა. იმედია ეს ყველაფერი გაალსაც ესმის და დაიყენებს გიგზს ასისტენტად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
17 მაი 2014 09:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გიგზი გასახდელშI საჭირო კაცია, დუხზე მოიყვანს ფეხბურთელებს....საერთო ჯამში თუ გაალი და გიგზი ერთად იქნებიან ეს იდეალური ვარიანტი იქნება კლუბისტვის...
0
№3
ავტორი: UTD-Rule
17 მაი 2014 11:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მართალია პეტერი ყველაფერი სწორად თქვა ვან გაალს ნამდვილად ჭირდება ისეთი პიროვნება,რომელმაც ყველაფერი იცის ამ კლუბის შესახებ ზუსტად ესეთი ჭირდებოდა მოიესს მაგალითად მალესტინის სახით,მაგრამ იმან პირიქით გაუშვა..

იმედია დარჩება რაიანი ვან გაალთან...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: chudikone
17 მაი 2014 11:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მალე მოგვარდეს რა ეს ამბები, ვეღარ ვითმენ უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Manchester_M
17 მაი 2014 11:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაი იქნება თუ დაიტოვებს გიგზს და იმედია ასეც მოხდება !!!!
0
№6
ავტორი: fabio
17 მაი 2014 12:17
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
Van galiii da plius gigzi bombs iqneba
0
№7
ავტორი: VaRdo
17 მაი 2014 14:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალე გაიფორმონ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: GeorgeBest
17 მაი 2014 15:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაც ისეთი გყავდეს, ვინც ზეგამოცდილია


100% good2 ჩამოაყალიბა რა wink გიგზისნაირი ასისტენტი ჯერ ვან გაალს დაეხმარება და მეორე უკეთესი ის არის რომ გიგზს დაეხმარება უდიდესი გამოცდილება მიიღოს ვან გაალთან ერთად
0
№9
ავტორი: RedGirl
17 მაი 2014 18:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ რა ყოფილა ეს მწრთვნელზე ნერვიულობა დამაწყდა ნერვები მოვიდეს თუ მოდის დავიღალე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top