თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2014, 08:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1972,
კომენტარები: 8
60 %-იანი ზრდა
"მანცესტერ იუნაიტედს" მოგების ზრდა აქვს.
60 %-იანი ზრდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ 2014 წლის პირველ კვარტალში კლუბს ფინანსურ მოგებათა 60%-იანი ზრდა აქვს.

ედ ვუდვორდმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ზემო აღნიშნული მოგების ზრდის შესახებ ანგარიში წარადგინა. კლუბის ვალმა 4%-ით მოიკლო, ტრანსლაციებიდან შემოსავალმა 13,9 მლნ. ფუნტით მოიმატა, სასპონსორო შეთანხმების შემოსავალი 43,5%.-ით გაიზარდა.

"მოცემული ანგარიში ნიშნავს, რომ კლუბი აგრძელებს ფინანსურ მოგებათა ზრდას და იმყოფება სახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაში. მზად ვართ ფული გუნდში ჩავდოთ და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვიყოთ. "იუნაიტედის" რიგებს ახალი ფეხბურთელები უეჭველად შეავსებენ"

"კლუბის მოლოდინი დიდია და ეს ჩვენს სატრანსფერო აქტიურობაზე აისახება. ჩვენ საკუთარ თავს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისა და ყველა თასისთვის ბრძოლის მიზანს ვუსახავთ, რომელზე მონაწილეობასაც მივიღებთ"
- აცხადებს ედ ვუდვორდი

redevils.ru


სიახლეები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 მაი 2014 09:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა გინდათ, ვუდვორდს რაღაც მაინც სცოდნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
17 მაი 2014 09:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნორმალური ტრანსფერები დაიდოს და ვან გაალი მიაღწევს შედეგს...
0
№3
ავტორი: Macklemore
17 მაი 2014 11:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავიცი მგონი მშვენივრად მუშაობს ეს კაცი. ვნახავთ რა შეუძლია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას!
0
№4
ავტორი: UTD-Rule
17 მაი 2014 11:24
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არადა ჩემპიონთა ლიგის გარეშე რო დავრჩით სერიოზულ ზიანს მიაყენებს კლუბის ეკონომიკას,მაგრამ არაუშავს ამ კაცის მხარდაჭერა გვჭირდება ტრანსფერების დროს და იმედია ყველაფერს გაართმევს თავს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: Manchester_M
17 მაი 2014 11:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ტოტალიზატორში ნაშოვნია ფულია :D
0
№6
ავტორი: VaRdo
17 მაი 2014 14:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არ მევასება ეს კაცი მაინც. ვერ აგავრებს ტრანსფერებს საკაიფოდ. დამიბრუნეთ ისევ ჩემი ძმა გილი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: GeorgeBest
17 მაი 2014 14:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ზაფხულს მაგრად უნდა ვიაქტიუროთ, შოუს მიხედონ, კარგი ცენტრალური მცველი გვჭირდება და ორი ნახევარმცველი. ვამ გაალს 150 მილიონს გამოუყოფენო დ ათუ ეგრე იქნება მოაგვარებს ეგ ყველაფერს
0
№8
ავტორი: RedGirl
17 მაი 2014 18:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
შოუ უეჭველი რა არ წაგვართვას მოუმ, კროოსიც და ცენტრალლურ მცველებზე იჩალიჩონ, მეკარის და თავდასხმის პოზიციას შეეშვან კაცო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top