თურქული და ინგლისური პრესის თანახმად თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გრანდი "გალათასარაი" მზადაა "იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი შეიძინოს.
"იუნაიტედმა" მარუანი 27.5 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა ბელგიელმა ეს თანხა ვერ გაამართლა და ძირითადის ფეხბურთელადაც ვერ ჩამოყალიბდა.
"გალათასარაი" მზადაა ფელაინში 10 მილიონი გადაიხადოს.
ფელაინის გარდა "გალათასარაი" ინგლისური გრანდის კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენაშია დაინტერესებული, ეს ლუიშ ნანია, რომლითაც "გალათასარაი" დიდი ხანია ინტერესდება.