"მანჩესტერ იუნაიტედმა" შვიდი საშინაო მატჩი დათმო მიმდინარე სეზონში, რომელიც ყველაზე ცუდი შედეგია 1973/74 წლის სეზონის შემდეგ. შესაბამისად, "ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ და ევრო ტურნირებზე თამაშის შაინსიც მოისპეს.
უცნაურია, მაგრამ "იუნაიტედი" ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში გასვლით მატჩებში. მათ მხოლოდ 5 მატჩი წააგეს უცხო კედლებში. მატა, რომელიც შეძენილ იქნა დევიდ მოიესის მიერ, გახდა მხოლოდ სამი საშინაო გამარჯვების მონაწილე და ზუსტად ამ საკითხის შეცვლაზე საუბრობს.
"არ ვიცი რატომ ვაჩვენეთ ასეთი ცუდი შედეგი განსაკუთრებით ოლდ ტრაფორდზე." აცხადებს იგი Rabona magazine-სთან ინტერვიუში. "მე მახსოვს, რომ ოლდ ტრაფორდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი იყო სტუმარი გუნდისთვის. ჩვენ ეს საკითხი უნდა დავაბრუნოთ."
"გასვლით მატჩებში ჩვენ კარგ შედეგს ვაჩვენებდით. წარმატების გასაღები კი ის არის, რომ ასეთი შედეგი ჩვენ ოლდ ტრაფორდზეც უნდა გადმოვიტანოთ. ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ასეთი სეზონი აღარასოდეს განმეორდება."
"ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ისევ ის "მანჩესტერ იუნაიტედი". კლუბი, რომელიც მიჩვეულია პრემიერ ლიგის და არა მხოლოდ პრემიერ ლიგის ტიტულების მოპოვებას. გასახდელში ყოველთვის ისეთი აურა იყო, რომ იგრძნობოდა თითოეულ ჩვენგანში, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვეძლო."
26 წლის ესპანელი სარეკორდო შენაძენი აღმოჩნდა "წითელი ეშმაკებისთვის" და თავად აცხადებს, რომ მისი შესაძლებლობების სხვა კლუბში შემოწმება ისევ მას დაეხმარება განვითარებაში.
"ჩვენ გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი მატჩებიც. მე უამრავი რამ ვისწავლე. ჩემს კარიერაში უამრავი გამოცდილება დამიგროვდა. გამოიარე სიტუაციები, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში, როცა სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მეძლეოდა."
"ამ ყველაფერმა უფრო და უფრო ძლიერ ადამანად ჩამომაყალიბა. ვფიქრობ რომ ამ დროის მანძილზე მე "გავიზარდე" როგორც პერსონა." - დაასრულა მატამ.