თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2014, 08:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2009,
კომენტარები: 7
უილშირმა სქოულზს დაურეკა
ჯერ უილშირი თავისი კერპისგან კრიტიკის მიზეზების ახსნას ითხოვს.
უილშირმა სქოულზს დაურეკა
"არსენალის" ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი გამოტყდა, რომ პოლ სქოულზს დაურეკა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა იგი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ მარტის თვის ბოლოს პოლ სქოულზე განაცხადა, რომ უილშირი ვერ პროგრესირებს და მას არაფერი შემატებია თავისი თამაშისთვის. ამის გმაო ჯეკ უილშირმა თავის კერპს მინუსების მითითება მოსთხოვა.

"მახსოვს იმ გადაცემის ყურებისას როგორ გადავიდა იგი "არსენალზე" და ვფიქრობდი: "ნუთუ ჩემი ჯერიც მოვა?" ეს რომ ვინმე უცნობ ფეხბურთელს ეთქვა, ვიტყოდი "რას ამბობ?", მაგრამ ეს თქვა პოლ სქოულზმა. ჩემთვის ის საუკეთესო ნახევარმცველია ინგლისური ფეხბურთელის ისტორიაში."

"მას შემდეგ რაც მან თქმა, რომ მე ვერ მოვუმატე, იგი ესაუბრა მამას და რამდენიმე მწვრთნელს. მე მას პატივს ვცემ და ვფიქრობ მას შეუძლია იყოს ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იდეალური მწვრთნელი. მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ამიტომაც მსურდა მასთან გასაუბრება თუ რა მაკლდა."

"შენ ცხოვრობ ფეხბურთის სამყაროში, სადაც ყოველთვის გაკრიტიკებენ. ცოტათი მეწყინა, რომ კრიტიკა მისგან წამოვიდა. მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ყველა პროგრესირებს და ეს სწარაფად ხდება. მე მხოლოდ იმის ცოდნა მინდოდა თუ რას ფიქრობდა იგი."

"გარი ნევილს ვკითხე თუ სად შეიძლებოდა მისი ტელეფონის ნომრის შოვნა. გარიმ კი მომწერა: "რბილად მოეპყარი"

"ჩვენ (სქოულზსა და მე) კარგი საუბარი გვქონდა. ნათლად მითხრა თუ რას ფიქრობდა."

"მან მიმითითა იმაზე თუ რა მაკლდა და რაზე უნდა მემუშავა და იცით, ის მართალი იყო. როცა პირველად გამოვჩნდი "სცენაზე" იქ იყო მთელი ბლა ბლა ბლა (ქება) და მერე ტრავმა მივიღე."

"ვერ ვიტყვი, რომ ტრავმებზე საწუწუნო მაქვს რაიმე. დგება დრო, როცა პატარა აღარ ხარ და ვფიქრობ სქოულზს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში"

"მან მითხრა, რომ მე ახალგაზრდა ვარ, რომ მე პოტენციალი მაქვს, რომ მე უნდა დავიწყო მისი პრაქტიკაში რეალიზება. ვფიქრობ ამ სეზონში მოვუმატე, რადგან უფრო მეტი ბურთი გავიტანე, ვიდრე წინაში"
- აცხადებს ჯეკი.

fourfourtwo
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
16 მაი 2014 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წამო ბიჭო მანჩესტერში და პოლისგან ბევრ რამეს ისწავლი
0
№2
ავტორი: UTD-Rule
16 მაი 2014 14:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მართლა თითქოს ერთი პერიოდი შეწყვიტა პროგრესი,მაგრამ წელს კარგი სეზონი ჩაატარა ტრავმის მიუხედავად და იმედია მუნდიალზე იტყვის თავის სიტყვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Macklemore
16 მაი 2014 15:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან საკაიფო იგროკია უილშირი, ბურთ ძაან მაგრად ატარებს და კაი პასებს აკეტებს. ჩვენთან როიყოს გაასწორებდა!
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
16 მაი 2014 15:52
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
სკოულზი არა სქოულზი.

კარგი ფეხბურთელია უილშირი და იმედია მოუმატებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Manchester_M
16 მაი 2014 18:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი ფაქიზო ფეხბურთელია ვილშირი :)
0
№6
ავტორი: GeorgeBest
16 მაი 2014 19:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა უილშირი ნაკრების მომავლა დითვლებოდა, მაგრად მოუკლო ტრავმებმაც შეუწყო ხელი. პოლს ყველა ასეთ პატივს სცემს და კაია რო ითვალისწინებს მის რჩევებს
0
№7
ავტორი: RedGirl
17 მაი 2014 00:32
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მაგრამ ეს თქვა პოლ სქოულზმა. ჩემთვის ის საუკეთესო ნახევარმცველია ინგლისური ფეხბურთელის ისტორიაში.


ხოდა ეგრე ბიჭო :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top