როგორც ინგლისური პრესა იტყობინება ნემანია ვიდიჩი გუნდს 9 დეკემბერს შეუერთდება, სწორედ ამ დღესაა თამაში "მანჩესტერ სიტისთან". მიუხედავად სერ ალექსის განცხადებისა, რომლის მიხედვით ნემანია მხოლოდ საახლწლო შესვენების შემდეგ დაბუნდებოდა გამოცემა "The Times" ირწმუნება, რომ ნემანია ვარჯიშს უახლოესი 10 დღის განმავლობაში განაახლებს.
ესეიგი სერბს აქვს დიდი შანსი, რომ დაეხმაროს გუნდს "ეტიჰადზე", პირველ მანჩესტერულ დერბში მიმდინარე სეზონში. ნემანიამ ტრავმა ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღო შემდეგ კი ისევ გაუმიზეზდა.