თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 15:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 10
რიო: საუკეთესო წითლები რომლებთანაც მითამაშია
რიო ყოფილ თანაგუნდელებზე.
რიო: საუკეთესო წითლები რომლებთანაც მითამაშია
რიო ფერდინანდი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" კარიერა უკვე დაასრულა, საუბრობს საუკეთესო წილებზე, რომლებთან თამაშიც მას ამ თორმეტი წლის მანძილზე მოუწია.

"პოლ სქოულზი გენიოსი იყო.როდესაც ჩვენ დავრბუნდით საზაფხულო არდადეგებიდან, ყველას დასჭირდა დრო, რათა ისევ შეჩვეოდა მინდორს, ბურთს, გაეანალიზებინათ თუ სად უნდა მდგარიყვნენ რა მოედნის რა ნაწილი აეთვისებინათ, აი სქოულზმა კი უბრალოდ მიიღო ბურთი, დადგა მის ადგილას და ბურთს იქ გზავნიდა სადაც მას სურდა, ყველაფერს სწორად აკეთებდა.

ის ხალხს 40-50 იარდი შორს აყენებდა და ათიდან ცხრა შემთხვევაში ზუსტად არტყამდა. მისი ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა. ის ვარჯიშებზე ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა. ალბათ სქოულზი სრულყოფილი ფეხბურთელი იყო.

რონალდუ საოცრება იყო. თუ თქვენ კომპიუტერს რაიმე ფეხბურთელის პროტოტიპის შექმნას თხოვდით ეს უდავოდ კრიშტიანუ იქნებოდა. ფიზიკური მომზადებით ის მართლაც სრულყოფილი იყო-სწრაფი, ძლიერი, კარგად ნავარჯიშები და დაყენებული ტანით, და გარდა ამისა ის საოცრად შრომისმოყვარე გახლდათ. ხალხი იმას ვერ იაზრებს, რომ ის მხოლოდ საოცარი ტალანტის გამო არ გამხდარა მსოფლიოს საუკეთესო, არამედ დიდი შრომისა და ოფლის ხარჯზე.

როდესაც მან პირველად შემოდგა ფეხი სტადიონზე, ის იყო ერთი პატარა ბიჭი ცუდი ვარცხნილობით, მაგრამ ბევრს მუშაობდა. ვარჯიშის შემდეგ ის იღებდა ბურთებს და ურტყამდა. ისინი კი მოედნის მეორე მხარის ღობემდე აღწევდნენ. ის მეტისმეტად მორცხვი იყო პატარაობისას, ამიტომაც მას არ სურდა ხალხს დაენახა თუ როგორ ვარჯიშობდა ის თავისი თავის გასაუმჯობესებლად. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ხალხმა შეამჩნია რამდენად კარგი იყო ის, მას მოუწია ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა. ის კვლავ აგრძელებდა ვარჯიშს, მუშაობდა ჯარიმებზე, ურტყამდა ორივე ფეხით. და საბოლოოდ რა შედეგი მივიღეთ უკვე ხედავთ, ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში."


ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RedTeen
14 მაი 2014 15:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ძნელია ჩვენთან გაზრდილი ბიჭებით სხვა გუნდები რომ ბლატაობენ.. okay
0
№2
ავტორი: zatara
14 მაი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
გამიტყდა მარტო ამ ორით რომ შემოიფარგლა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№3
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნალდუ მაგალითია ალბათ ყველა ფეხბურთელისთვის თავდაუზოგავი ვარჯიშის წყალობით რა დონეს შეიძლება მიაღწიო. იყო ფერგის უდიდესი წვლილი, მაგრამ ეს კაცი მართლა საოცრებაა. 30 წელს მიუკაკუნა მაგრამ დღემდე აგრძელებს პროგრესს, ტერმინატორია

სქოულზი უბრალოდ გენიოსი იყო ამ ადამიანზე სხვა ვერაფერს ვიტყვი

კიდე გითამაშია უდიდეს ფეხბურთელებთან, სხვებიც უნდა დაგესახელებინა რიო, თუნდაც ვიდა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 17:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რას ვაკვირდები იცით? როცა ამ კითხვას სვამენ ხოლმე გიგზს რატომღAც არავინ არ ასახელებს. მაგრად მიტყდება ყოველთვის ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: UTD-Rule
14 მაი 2014 17:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სქოულზს ყველა ასახელებს likeaboss feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სხვებიც უნდა დაესახელებია მაგალითად ვიდა და გიგზი.
0
№7
ავტორი: love united
14 მაი 2014 20:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია გასაცილებელ თამაშს მოუწყობენ რიოს
0
№8
ავტორი: gvene123
14 მაი 2014 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
au chemi metireba :D manunited 3d_6 facepalm legnda romelic unda gaqres manchesteris guli :(
0
№9
ავტორი: red devil
15 მაი 2014 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გიგზს რატო არ ახსენებთ თქვე უნამოსოებო :D
0
№10
ავტორი: Macklemore
15 მაი 2014 16:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პოლი სულ სხვა განზომილებიდან იყო!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top