თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 14:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2013,
კომენტარები: 8
როი კინის კრიტიკა
როი კინის სიბრაზე ედ ვუდვორდს დაატყდა თავს.
როი კინის კრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი.

"წითლების" წარუმატებლობაში მთავარ დამნაშავედ დევიდ მოიესი ითვლება. თუმცა კინი თვლის, რომ თავისი წილი დანაშაული ერგება ედ ვუდვორდსაც, რომელმაც ვერა და ვერ შეძლო მაღალი კლასის მოთამაშის მოყვანა კლუბში - მოიესიც და ედიც ერთი წლის წინ მოვიდნენ კლუბში.

"რატომ უნდა მისცე მოიესს 6 წლიანი კონტრაქტი? მას ერთი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა და ყოველთვის მწვრთნელი არაა დამნაშავე იმაში, რომ მოთამაშეები შენთან არ მოდიან"

"ვფიქრობ ედმა საკუთარ თავს უნდა შეხედოს. იმდენი უნდა შეძლოს, რომ მოლაპარაკებები შედგეს. ვფიქრობ მოიესისთვის დრო უნდა მიეცათ."
- ციტირებს კინს ITV.

ამავე დროს კინმა მხარი დაუჭირა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის მოსვლას. კინის აზრით 62 წლის ჰოლანდიელს ის აუცილებელი გმაოცდილება აქვს, რომელიც "იუნაიტედში" მუშაობისთვისაა საჭირო.

"ვფიქრობ ვან გაალი, კარგი არჩევანია. მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს. მას დიდი გუნდები ჰყავს გაწვრთნილი." - დაამატა კინმა.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
14 მაი 2014 14:34
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კინიც ვან გაალს უჭერს მხარს და მალე მოაგვარონ რა საქმე what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 14:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
UTD-Rule,
დღეს გადაწყდევაო და თუ რამე მაგასაც არ დავტოვებ დაუწერელს :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: RedGirl
14 მაი 2014 15:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სულ როგორ გვაკრიტიკებს wink მაინც მაგრად მევასება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: Best 7
14 მაი 2014 15:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი კაცია ეს ზუსტად ესეთებმა უნდა იმუშავონ იუნაიეტდში
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესისთვის დროის მიცემა უკვე ნაღდად არ შეიძლებოდა, მაგრამ იმასი ვეთანხმები რომ მარტო მაგის ბრალი არ იყო წარუმატებლობა, ბევრი ფაქტორი, თუნდაც ვუდვორდის ლივერპულობები
0
№6
ავტორი: kOsTiA
14 მაი 2014 18:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
100 % იანია ეს კაცი.
0
№7
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
უზღვავი ტრანსფერების კეთებით მანჩესტერი არც ადრე გამოირჩეოდა მაგრამ რაც რესურსი ქონდა მოიესს ის უნდა გამოეყენებინა და ეს რესურსი მწირი არ იყო გასაგდები იყო აბა რა იყო ატრაკებს ეხლა ეს :@
0
№8
ავტორი: LizarD
15 მაი 2014 12:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Manchester_M,
მანჩესტერის და სხვა გრანდების ფეხბურთელები ერთმანეთს შეადარე და მერე გამოიტან დასკვნას რომ შეიძლება მანჩესტერი გრანდადაც არ ჩათვალო. ტოპ კლასის მოთამაშე გუნდში მარტო 3 ადამიანია. ვეთანხმები როის, მოიესის ბრალი მანდვილად არაა. მოიესი კარგი ტაქტიკოსი იყო და არის, შემსრულებლები არ ყავდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top