თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 14:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1892,
კომენტარები: 5
გიგზი ჰოლანდიაში მიემგზავრება
რაიან გიგზს ვან გაალთან გასაუბრება სურს.
გიგზი ჰოლანდიაში მიემგზავრება
ოთხშაბათს რაიან გიგზი ჰოლანდიაში გაემგზავრება, რათა ლუი ვან გაალს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს თავის მომავალზე ესაუბროს.

სწორედ დღესაა მოსალოდნელი, რომ 62 წლის ვან გაალი "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელად დანიშნონ. ამასთან დაკავშირებით კი ლუიმ პირადად გამოთქვა გიგზთან შეხვედრის სურვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ ლუი ვან გაალმა უკვე დაიწყო ჰოლანდიის ნაკრების მზადება მუნდიალისთვის, მას არ ჰქონდა საშუალება მანჩესტერში გამგზავრებულიყო, ამიტომ გიგზს მოუხდა ჰოლანდიაში ჩაფრენა.

შეგახსენებთ, რომ გიგზმა "წითლები" დევიდ მოიესის გაშვების შემდეგ ჩაიბარა. თავად გიგზი კი თავის მომავალში ჯერ არ გარკვეულა და ყველა სახის ვარიანტისთვის ღიაა.

წყაროს თანახმად 40 წლის უელსელს ვან გაალი ასისტენტობას შესტავაზებს. ხოლო თუ გიგზს არ მოეწონება ეს ვარიანტი, მაშინ მას შეეძლება მოთამაშის კარიერა გააგრძელოს, ან დამოუკიდებელი სამწვრთნელო წამოიწყოს.

გიგზთან ერთად ჰოლანდიაში გაემგზავრა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდიც. მოსალოდნელია, რომ მხარეებმა ყველაფერთან ერთად სატრანსფერო პოლიტიკაც განიხილონ.


BBC
სიახლეები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Maynard
14 მაი 2014 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
აბა გაუგრძელებია გიგზს მოთამაშის კარიერა ))))
0
№2
ავტორი: UTD-Rule
14 მაი 2014 14:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნეტა ასისტენტად დაუდგეს ვან გაალს winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: RedTeen
14 მაი 2014 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ოღონდ დარჩეს და არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშე იქნება თუ თანაშემწე.. მაგრამ ეს ბოლო უკეთესი იქნება მისთვის.. გამოცდილებას მიიღებს..
0
№4
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასისტენტად უეჭველი უნდა დარჩეს გიგზი, სხვები დიდად არ მგონია დატოვოს მაგრამ გიგზი აუცილებლად უნდა იყოს. ამან თუ კიდე მოთამასის კარიერა გააგრძელა და რავი wink
0
№5
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ასისტენტად ჯობია დარჩეს და იმედია ეგრე გადაწყდება ყველაფერი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top