სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი არაერთხელ გამოხმაურებია გავრცელებს ხმებს, თითქოსდა მოთამაშეებს მოიესისა და მისი მეთოდისადმი უპატივცემულობა გამოეხატოთ. სერბი უარყოფს ამ ხმებს და ამბობს, რომ გასახდელში მოთამაშეები ურთიერთბრალდებებზე გადადიოდნენ.
"მოთამაშეები ერთმანეთს შორით ვკამათობდით. მაგრამ ჩვენ ვკამათობდით, რათა უკეთესები გავმხდარიყავით. როცა ცუდი პერიოდი გიდგას, ხალხი ზრუნვას იწყებს. მტკივნეულია, მაგრამ ასეთი რამის თქმის უფლება გვქონდა, რადგან ერთად დიდი ხანია მოვდივართ."
"გვქონდა ცუდი მომენტები გასახდელში, მაგრამ არასდროს გვიკამათია დევიდ მოიესთან და მის ასისტენტებთან. არასდროს."
ვიდიჩს თავისი სამწვრტნელო ამბიციებიც აქვს, მაგრამ მას კარგად ესმის, რომ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო.
"ხანდახან საჭიროა გულწრფელად ისაუბრო."
"მაგრამ მხოლოდ მასინ, როცა მკითხავდა თუ რას ვფიქრობდი, ან სჭირდებოდა რამის გაუმჯობესება, შესაძლოა მოთამაშეებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც კი. მაგრამ არასოდეს მეკითხებოდა ტაქტიკის შესახებ."
"ეს არ არის მოთამაშის საქმე - კაპიტნისაც კი - რომ მენეჯერს მიუთითოს ასე ითამაშოს, ან ისე."
"ხალხი ამბობს, რომ დევიდ მოიესისადმი პატივისცემის გრძნობა დავკარგეთ. არ დაგვიკარგავს."
"ვიცდით, რომ ახალი მოთამაშეების მოყვანას ცდილობდა. ვიცოდით, რომ რაღაც ახლის აშენებას აპირებდა."
"როცა ტიტულის მოგების შანსი დავკარგეთ, მივხვდით, რომ სეზონი წარუმატებელი იყო. ეს კომპიუტერის გადატვირთვას ჰგავს და ახლად დაწყებას. მომდევნო წლისთვის სინათლის სხივს უნდა ელოდე."
საბოლოოდ სხივებმა მოიესს მიანათეს. მაგრამ ვიდიჩი სულაც არ აპირებს მასზე ცუდი თქმას.
არც მაშინ როცა ვიდიჩს ჰკითხეს, თუ რას იზამდა, რომ სცოდნოდა მწვრთნელის შეცვლა მალევე მოხდებოდა.
"ვიცი რომ გინდათ მათქმევინოთ, მაგრამ არ ვიტყვი. ასეთ გადაწყვეტილებას უცებ არავინ იღებს. მე ის გარემოებათა გამო მივიღე."
არც მაშინ როცა ჰკითხეს თუ დაიცავეს "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ფილ იაგიელკა. "კაპიტანმა კლუბს პატივი უნდა სცეს. ვერასდროს გაიგებთ ჩემგან რომ მან (მოიესმა) ეს ან ის ცუდად გააკეთა."