თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 10:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1953,
კომენტარები: 2
"მოთამაშეები პატივს სცემდნენ მოიესს"
ვიდიჩი მოიესს და ფეხბურთელებზე საუბრობს.
ნემანია ვიდიჩმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს "მანცესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები თავისი ყოფილი მწვრთნელისთვის, დევიდ მოიესისთვის არაფერს აკეთებდნენ.

ჭორების თანახმად სწორედ გასახდელში დაკარგულმა გავლენამ განაპირობა ფეხბურთელთა უნიათო თამაში. ზოგიერთი გამოცემა კი საერთოდ იუწყებოდა, რომ ფეხბურთელთა გარკვეული კატეგორია მოიესს დასცინოდა.

თუმცა ვიდიჩი, რომელიც ზაფხულში მილანის "ინტერს" მიაშურებს თვლის, რომ მოთამაშეები პატივს სცემდნენ დევიდ მოიესს და ყველაფერს აკეთებდნენ გუნდისთვის.

"ამის თაობაზე არავითარი ეჭვი არ არსებობს არც ერთი მოთამაშისადმი. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც სთხოვდნენ. ხანდახან საქმე კარგად მიგდის, ხანდახან - არა. მაგრამ სურვილი იყო. ისინი ნამდვილად თავდაუზოგავად ირჯებოდნენ."

"პირველიდან უკანასკნელ დღემდე ვერ გაიგებდით, რომ ვინმეს რაიმე ცუდი ეთქვას ვარჯიშებზე. ეს ნიშნავს, რომ მოთამასეები პატივს სცემდნენ მოიესს."
- აცხადებს ვიდიჩი.

BBC
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 11:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასე რაა. არ დაგვახრჩვეს ამ ჭორებმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პატივს ყველა სცემდა ეჭვი არ მეპარება, მაგრამ სიმკაცრე რომ აკლდა მოიესს ჩანდა მოედანზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top