თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1922,
კომენტარები: 3
ვიდიჩი კოლეგებს მხარს უჭერს
სერბი ინგლისელთა მხარდამჭერად გამოდის.
ვიდიჩი კოლეგებს მხარს უჭერს
სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი დარწმუნებულია, რომ კრის სმოლინგს, ფილ ჯონსსა და ჯონი ევანს შეუძლიათ იმ სივრცის ამოვსება, რომელიც მისი და ფერდინანდის წასვლის შემდეგ გაჩნდება.

ჯერ კიდევ სეზონის შუაში გახდა ცნობილი, რომ ვიდიჩი "ინტერში" გადავა. ხოლო ფერდინანდმა ორშაბათს განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდს" დატოვებდა.

რამდენიმე წლის განმავლბოაში სწორედ ნემანიასა და რიოს დუეტი ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის ხაზად, მაგრამ ვიდიჩი თვლის, რომ "იუნაიტედში" მოიძებნებიან ისეთები, ვისაც მათი შეცლა შეუძლიათ.

"რა თქმა უნდა მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ ბიჭებთან ვარჯიშისა თამაშის დროს ვხედავ, რომ მათ ყველაფერი აქვთ, რათა ტოპ-კლასის ფეხბურთელად იქცნენ."

"ვფიქრობ პირველ რიგში კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ, ისინი ხომ არამარტო "იუნაიტედის", არამედ ნაკრებისა და ინგლისური ფეხბურთის მომავალნი არიან"

"ეჭვგარეშეა, რომ ისინი ფიზიკურ ძალას, სისწრაფესა და ტექნიკას ფლობენ, რაც საკმარისია ამ კლუბში სათამაშოდ და მე ვფიქრობ, რომ მომდევნო წელს ისინი ახალ დონეზე უნდა ავიდნენ და ჯონი ევანსთან ერთად ახალი ჯაჭვი შექმნან."

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამზე უნდა გაკეთდეს ფსონი და ისინი მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში ძირითად მცველებად ჩამოყალიბდებიან. ვფიქრობ ისინი შესაძლობლობასა და გამოცდილებასაც ფლობენ, რომ ახალ დონეზე გავიდნენ"
- აცხადებს ვიდიჩი Sky Sports - თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 11:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმედია არ ცდები ვიდა და ესენ გაამართლებენ. თუმცა ერთს მაინც მოიყვანს ალბატ გაალა ვინმეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი მცველი გვჭირდება რომელიც ჯონსს შეუწყვილდება ცენტრში, ევანსს და სმოლინგს შეცვლა შეეძლებათ ამათი, ნუ ევანსის იმედი უფრო მაქვს მაგ მხრივ
0
№3
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი მცველი მინიმუმ მაინც არის საჭირო :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top