თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 23:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1825,
კომენტარები: 8
ნევილი და ვუდსი გააგდეს
The Telegraph - ის საინტერესო ცნობა.
ნევილი და ვუდსი გააგდეს
ცნობილი გამოცემა The Telegraph - ი თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მანცესტერ იუნაიტედი" დევიდ მოიესის სამწვრთნელო შტაბის წევრებს, ფილ ნევილსა და კრის ვუდს დაემშვიდობა.

ნევილი და ვუდსი დევიდ მოიესთან ერთად მოვიდნენ გასული წლის ზაფხულში, მაგრამ შოტლანდიელის გაშვების შემდეგაც კი დარჩნენ ისინი გუნდში და უკანასკნელი 4 შეხვედრა გიგზის დამხმარედ გაატარეს.

ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ლუი ვან გაალსა და მის დამხმარეებს ადგილი გაუნთავისუფლოს, ამიტომაც კრისი და ფილი გუნდს დატოვებენ. ამის შესახებ ამ უკანასკნელებს გუნდის არმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა განუცხადა.

ამავდროულად მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, რაიან გიგზის დამხმარეები, ნიკი ბატი და პოლ სკოლულზი გუნდში დარჩებიან. რაც შეეხება გიგზს, მისი მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.

telegraph.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2014 23:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ ასე სჭირდება გუნდს, ასეც უნდა ყოფილიყო. კარგად გამოჩნდა, რომ დიდი არაფრის მაქნისები ესენი არ არიან. რაც შეეხება პოლს და ნიკის, გმაიხარდება თუ დატოვებენ. ისინი გიგზთან ერთად ჩვენი მომავალი არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Malboro463
13 მაი 2014 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
კარგია
0
№3
ავტორი: Macklemore
13 მაი 2014 23:57
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ესენი არაფრის გამკეთებლები არიყვნენ გუნდში! ვან გაალი მოვიდეს და თავისი კადრები მოიყვანოს! ვენდობი მაგ კაცს ბოლომდე
0
№4
ავტორი: Esi
14 მაი 2014 00:08
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კლუვერტმა იუარა ანუ გიგზი უეჭველი დახმარე იქნება. იმედია სქოულზსაც და ნიკი ბატსაც დატოვებენ!
0
№5
ავტორი: RedTeen
14 მაი 2014 00:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გიგზს ველი დამხმარედ.. იმედია დარჩება
0
№6
ავტორი: red devil
14 მაი 2014 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დანარჩენებს ხელი დაედებათ და გაალსაც და გლეიზერებსაც წითელი აენთებათ
0
№7
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვიცოდი ეგ ორი რო გაცვინდებოდა მაგრამ გიგზი უნდა დარჩეს აუცილებლად :)
0
№8
ავტორი: Manchester United 14
15 მაი 2014 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეს ნევილი არც მინდოდა რო დარჩენილიყვნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top