"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა რიო ფერდინანდთან "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგაც კი.
ESPN-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება კლუბის ელჩის ადგილი შესთავაზოს აწ უკვე ყოფილ "ეშმაკს". შეგახსენებთ, 35 წლის მცველის კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება და კლუბმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ რიოსთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. თვითონ ფერდინანდი ჯერ არ აპირებს ცენტრალური მცველის კარიერის დასრულებას.
ახლა კლუბის ოფიციალური ელჩები არიან კლუბის რამდენიმე ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი. ესენი არიან: სერ ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ, ბრაიან რობსონი, გარი ნევილი და პეტერ შმეიხელი.