"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელი, უეინ რუნი პორტუგალიაში დასასვენებლად წავიდა, რათა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფიზიკური ძალები აღიდგინოს. თუმცა რუნი არა მარტო, არამედ 2 პირადი მწვრთნელის თანხლებით გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ ბოლო სამი თამაში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებისა და საზარდულის პრობლემის გამო გამოტოვა. მანამდე კი რუნი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ორი თვის განმალობაში მან 8 გოლის გატანაც მოახერხა.
რუნი პორტუგალიაში შეკრებაზე წამსვლელი ინგლისის ნაკრების 23 კაციან განაცხადში შედის, რათა გუნდი 2014 წლის მუნდიალისთვის მოემზადოს. თუმცა რუნიმ ფორმაში ჩადგომისთვის მზადება უკვე დაიწყო.
"ის პორტუგალიაში ორ მწვრთნელათან ერთად მიდის. ტონი სტრადვიკი ("იუნაიტედის" ფიზმომზადების წამყვანი ექიმი) ვალე-დო-ლობოს მოედნის შესახებ გვესაუბრა."
"ეს თავისუფალი კვირაა, რომლის დროსაც ფეხბურთელებს დასვენება შეუძლიათ და უმეტესობა მათგანი პორტუგალიაში მიემგზავრება, რომელთაც იქ სახლები ექნებათ. უეინი დასასვენებლად მიდის, მაგრამ არამარტო ის, სხვებიც არიან."
"თუ კი მათ სახლები აქვთ იქ, მაშინ შეუძლიათ გამოსაშვები კვირა მოიწყონ. ძალიანაც ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელებს საშუალება აქვთ მხოლოდ ფეხბურთზე არ იფიქრონ და ფსიქოლოგიურად მოემზადნონ მომდევნო კვირეებისთვის"
"თუმცა რუნი იმდენად მოწადინებულია 19-ში ფორმის პიკში დაგვხვდეს, რომ ინდივიდუალურ პროგრამას მიჰყვება. მას შეეძლება დაუყოვნებლივ შემოგვიერთდეს."
"მას ძალიან სურს 19 მაისს ფორმის პიკში შესვლა. მე ასე ნათლად არ ვითხოვ მისგან ფორმის პიკში ყოფნას 19 მაისისთვის, მე ძირითადად იტალიის ნაკრებთან თამაშზე ვფიქრობ - 14 ივნისს. მაგრამ მისი მცდელობა ქების ღირსია და სულაც არ ვაპირებ მის განსჯას."
"თუ კი 19-ში ჩავალ და ფიზმომზადების მწვრთნელები მეტყვიან, რომ რუნის ჯერ კიდევ სჭირდება 2-3 დღე ძალების აღსადგენად, არ გავბრაზდები" - აცხადებს როი ჰოჯსონი.