მოგეხსენებათ, რომ რიო ფერდინანდმა გუშინ სოციალურ ქსელში წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი გაცილება სათანადოდ ვერ მოხერხდა, ფეხბურთელებმა საკუთარი დამოკიდებულება რიოს მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატეს.
რუნი: "უბრალოდ მინდა, რომ რიო ფერდინანდს წარმატება ვუსურვო, არ აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად თამაში და ამდენი ტიტულის მოგება."
ქერიკი: "ჯერ ვიდა, ახლა კი რიო, ჩვენ ერთად იმდენი გვაქვს გავლილი... ყველა დროის საუკეთესო მცველები ! ამას უბრალოდ არ ვამბობ ეს მართლაც ასეა! უბრალოდ სრულყოფილი დუეტი!"
დე ხეა: "ყველაფრისთვის მადლობას გიხდი რიო და წარმატებებს გისურვებ მომავალში ჩემო მეგობარო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად თამაში და სწავლა! ლეგენდა."
გარი ნევილი: "რიოს და ვიდას ბოლოს და ბოლოს წასვლის უფლება მისცეს."
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.