თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 16:25
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2094,
კომენტარები: 4
კაგავა მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს
შინჯი კაგავამ განაცხადა,რომ ის მაქსიმალურად შეეცდება თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიო ჩემპიონატზე...
კაგავა მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ აღიარა,რომ ის შეეცდება დაივიწყოს მიმდინარე სეზონის წარუმატებლობა,რადგან მაქსიმალურად მზად შეხვდეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს.იაპონელმა ასევე განაცხადა,რომ მას ეჭვი არ ეპარება მის შესაძლებლობებში.

"მიმდინარე სეზონი ძალიან რთული გამოდგა ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით.როგორც გუნდმა ასევე მეც არც თუ ისე სახარბიელო სეზონი ჩავატარეთ,რითაც ნამდვილად ვერ ვიქნებით კმაყოფილნი,მაგრამ ამის მიუხედავად ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შემპარვია.პრემიერ ლიგაში ვერ მოვახერხე გოლის გატანა,მაგრამ მე არ დავუშვებ რომ ამ ყველაფერმა ჩემზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს.მე ყოველ ვარჯიშზე 100%-ით ვიხარჯები და ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავის გაუმჯობესებას." - განაცხადა იაპონელმა.

"ბოლო 4 წელი მე ევროპაში გავატარე და 3 სეზონი ზედიზედ შევძელი ადგილობრივი ჩემპიონატის მოგება,მაგრამ წარმატების შემდეგ ყოველთვის დგება ის რთული მომენტი რაც ჩვენ მიმდინარე სეზონში გამოვიარეთ.ამ ბოლო 4 წლის მანძილზე ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და ეხლა უკვე დროა ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო." - დაასრულა კაგავამ.

შეგახსენებთ,რომ იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ შინჯი კაგავა იმ 23 კაციანი სიაში შეიყვანა,რომლებიც იაპონიის ღირსებას დაიცავენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

წყარო:Redevils.Ru
სტატიები, ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
13 მაი 2014 16:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
შენც და ჩიჩარიტოსაც ბევრი რამ გექნებათ დასამტკიცებელი და იმედია ამას მოახერხებთ... winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: GeorgeBest
13 მაი 2014 16:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანუზაი გამისწორდა ბელგიის განაცხადში რო მოხვდა. ბრუსლიც ერთ–ერთი მთავარი იმედია იაპონიის და თავის სიტყვას იტყვიან აუცილებლად
0
№3
ავტორი: red devil
13 მაი 2014 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შინჯი უეჭველი იტყვის თავის სიტყვას მსოფლიოზე
0
№4
ავტორი: Manchester_M
13 მაი 2014 18:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იაპონიას არამგონია გაუჭირდეს ჯგუფიდან გასვლა !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top