ხუან მატამ ამ სეზონის ბოლო ბოლოგი გაავრცელა, რომელსაც ტრადიციულად "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი გვთავაზობს.
"ეს ჩანაწერი უკანასკნელი იქნება მიმდინარე სეზონში. ჩემი საქმე არ გახლავთ წლის განხილვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი სახის კონტაქტი თქვენთან, გულშემატკივრებთან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და იგი ენერგიასა და ძალალს მმატებდა.
ყოველთვის სასიამოვნოა სეზონის დასრულება გატანილი გოლით და ისიც საჯარიმო დარტყმიდან. უნდა გითხრათ, რომ დავიდ დე ხეა ჩემთან ერთად დამატებით რჩება ვარჯიშებზე, რათა ასეთ დარტყმებში ვივარჯიშო. ჩემი გოლი კლუბს "საუთჰემპტონთან" მარცხისგან თავის არიდებაში დაეხმარა, თუმცა მიმდინარე წელს დაკავებული პოზიციით ნამდვილად არ ვამაყობთ.
როცა "იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ, თუ ერთ სეზონში ვერ იმარჯვებ იცი, რომ ამის გაკეთება მომდევნო სეზონში მოგიწევს, ამიტომაც ამისთვის სრულად ვემზადებით. ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ "მანჩესტერ სიტის" ტიტულის მოგებას მივულოცავ. შევეცდებით ზეიმის ადგილი მომდევნო წელს ჩვენთან გადმოვიტანოთ."
სეზონის ბოლო კვირა სავსე იყო ჯილდოებით. სამშაბათს აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით დამაჯილდოვეს. სულ რაღაც სამი თვის განმავლობასი ეს ჩემი მეორე ჯილდოა და არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ჯილდოს მიღება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. როგორც გასულ კვირას ვთქვი, თავს კარგად ვგრძნობ და უფრო მეტის მიღწევა მსურს. 31 მატჩი, რომელიც ამ სეზონში ჩავატარე, საკმარისი სულაც არ იყო.
დიდი ჯილდო ერგო დე ხეას და სიამაყით გადავეცი მას იგი: "იუნაიტედის" წლის საუკეთესო მოთამაშე, არჩეული გულშემატკივართა და ფეხბურთელთა მიერ. პირველი შემთხვევაა, რომ ტიტული "იუნაიტედის" მეკარეს ერგო და დე ხეა სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ვინც იმსახურებს მას. მან უდიდესი გამოცდილება მიიღო და მას შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს. მე მჯერა ამის."