ლუკ შოუს შეძენისკენ ნაბიჯი გადადგმულია.
Sky Sports - ი თავის წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველის, ლუკ შოუს თაობაზე შეთავაზება გააკეთა. თანხა 27 მლნ. ფუნტს შეადგენს. ლუკ შოუ დიდი ხანია "იუნაიტედის" სამიზნეთა შორისაა და როგორც ჩანს "იუნაიტედის" ბოსები მუნდიალამდე აპირებენ ყველაფრის მოგვარებას.
The Mirror-ის ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახალგაზრდა მცველი კვირაში 75 ათას ფუნტს მიიღებს. პრემიერ-ლიგის სეზონის ბოლო ტურში "იუნაიტედი" "წმინდანებს" დაუპირისპირდა "სენტ მერიზე", სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსებს უშუალოდ ჰქონდათ ლუკ შოუზე დაკვირვების საშუალება. თუმცა ჯერ-ჯერობით არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ შოუსა და "იუნაიტედს" შორის მოლაპარკება შედგა არ არსებობს.
2012 წლის ნოემბერს "საუთჰემპტონის" რიგებში გადაბარგების შემდეგ შოუმ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მან უკვე მოასწრო ინგლისის ნაკრებში დანიის წინააღმდეგ თამაშიც კი.
მოსალოდნელია, რომ დღეს როი ჰოჯსონი ლუკ შოუს მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანს, რის გამოც ლუკმა საკლუბო მომავალი მალევე უნდა გადაწყვიტოს.
"იუნაიტედს" ნამდვილად სურს ლუკ შოუს შეძენა, მაგრამ ამისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს კონტრაქტის გამოსყიდვაში, რადგან ახალგაზრდა ინგლისელმა "საუთჰემპტონთან" ხუთ წლიან კონტრაქტს თავის მე-18 დაბბადების დღეზე, ივლისში მოაწერა ხელი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერან მარცხენა მცველს, პატრის ევრას კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და შესაძლოა გუშინ გამართული შეხვედრა მისთვის უკანასკნელი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ლუკ შოუ "იუნაიტედის" ძირითად მცველად იქცეს.
skysports